ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მათემატიკა

მათემატიკაში მოსამზადებელი უფასო კურსი აბიტურიენტებისათვის

ახალი ამბები

კურსზე რეგისტრაცია დასრულებულია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტების მოსამზადებელი ცენტრი 2019 წელს აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციასა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებასთან თან ერთად შესთავაზებს მათემატიკაში მოსამზადებელ უფასო ორთვიან კურსს.

ვის შეუძლია კურსის გავლა

მათემატიკის კურსი განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის. კურსის გასავლელად აუცილებელია მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსება.

სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე: http://bit.ly/isumathcourse

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019 წლის 1 მაისი.

ვინ გაუძღვება საინფორმაციო შეხვედრას

მათემატიკის კურსს გაუძღვება ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი დავით ბრეგვაძე. მას სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

რა ინფორმაციას მიიღებენ აბიტურიენტები შეხვედრაზე

კურსი სრულად დაფარავს ზოგადი უნარების სავალდებულო გამოცდის მათემატიკური ნაწილის თემატიკას.

კურსის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები შეძლებენ:

  • რაოდენობრივი შედარების ბლოკი
    • მონაცემთა რაოდენობრივ შედარებას;
    • რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის გამოთვლას;
    • ასოითი გამოსახულების გამარტივებას.
  • ამოცანების ბლოკი
    • განტოლების და უტოლობის ამოხსნას;
    • პროცენტთან დაკავშირებული ამოცანების გადაწყვეტას.
  • მონაცემთა ანალიზის ბლოკი
    • პრობლემის გადასაჭრელად საჭირო სტრატეგიების შერჩევას, ერთმანეთთან დაკავშირებასა და მათ გამოყენებას;
    • მიღებული შედეგის შეფასებას და სწორი, არგუმენტირებული დასკვნის გამოტანას.

კურსის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების განრიგი

  • შეხვედრა N1: რაციონალური რიცხვები, წილადები, მოქმედებები წილადებზე.
  • შეხვედრა N2: ხარისხი, მოქმედებები ხარისხებზე.
  • შეხვედრა N3: ერთწევრი, მრავალწევრი, შემოკლებული გამრავლების ფორმულები.
  • შეხვედრა N4: წრფივი განტოლება, წრფივ განტოლებათა სისტემა
  • შეხვედრა N5: ნაწილი, პროცენტი.
  • შეხვედრა N6: ზომის ერთეულები.
  • შეხვედრა N7: სკალა, მასშტაბი.
  • შეხვედრა N8: უტოლობა.
  • შეხვედრა N9: საშუალო, მოდა, მედიანა, დიაპაზონი.
  • შეხვედრა N10: საკოორდინატო სიბრტყე, ფუნქცია, ფუნქციის მოცემის ხერხები, ფუნქციის გრაფიკი.
  • შეხვედრა N11: მიმდევრობა.
  • შეხვედრა N12: მონაცემთა ანალიზი.
  • შეხვედრა N13: ახალი ოპერაციები. წერტილი, წრფე, სხივი, მონაკვეთი, ტეხილი.
  • შეხვედრა N14: კუთხე, სამკუთხედი, ოთხკუთხედები, კუბი, მართკუთხა პარალელეპიპედი.
  • შეხვედრა N15: წრეწირი, წრე, სიმეტრია.
  • შეხვედრა N16: შემაჯამებელი შეხვედრა.

შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი

შეხვედრების განრიგი და ადგილმდებარეობა:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯგუფი 1: ორშაბათი, 11:00-13:00 საათი; ოთხშაბათი, 11:00-13:00 საათი.
    • შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
    • კურსი დაიწყება 2019 წლის 6 მაისს და დასრულდება 26 ივნისს;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯგუფი 2: ორშაბათი, 13:00-15:00 საათი; ოთხშაბათი, 13:00-15:00 საათი.
    • შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
    • კურსი დაიწყება 2019 წლის 6 მაისს და დასრულდება 26 ივნისს;
  • ვარკეთილის მედიათეკა, ჯგუფი 3:პარასკევი, 10:00-13:00 საათი;
    • შეხვედრის ხანგრძლივობა: 3 საათი
    • კურსი დაიწყება 2019 წლის 10 მაისს და დასრულდება 28 ივნისს;

კურსთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას რეგისტრირებული აბიტურიენტები მიიღებენ SMS შეტყობინებებისა და მეილის სახით.

გელით და გახსოვდეთ, რომ თქვენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ!

#მევირჩევილიაუნის


 საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: abiturienti@iliauni.edu.ge

+995 322 22 00 09 (352)

ბანერები