ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მაქსველის მომავალი ფიზიკოსების ოლიმპიადის ჩატარების ფორმატი და განრიგი

მაქსველის მომავალი ფიზიკოსების ოლიმპიადის ჩატარების ფორმატი და განრიგი

მომავალი ფიზიკოსების ოლიმპიადა ჩატარდება 9 აპრილს, 2 ტურად, შემდეგი განრიგით:

რეგისტრაცია

დრო: 9 აპრილი, 09:30-10:30 საათი
სავალდებულოა, რეგისტრაციისას მონაწილეებმა თან იქონიონ პირადობის მოწმობა.


პირველი შესარჩევი ტური

დრო: 9 აპრილი, 10:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 206 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5)

ხანგრძლივობა: 2 საათი

ფორმატი: ტესტი, რომელიც შედგება 20 კითხვისგან.  თითოეული კითხვა მოიცავს 4 სავარაუდო პასუხს.

შეფასების სისტემა და ჯილდო: მონაწილეები, რომლებიც სწორად უპასუხებენ 20 შეკითხვიდან 10-ს, მოიპოვებენ  უნივერსიტეტის მიერ სრულად დაფინანსებულ (ტრანსპორტირება, სამჯერადი კვება, სასტუმროში განთავსება, სასწავლო მასალები) ფიზიკის გასვლითი ბანაკის 3-დღიან საგზურს ყაზბეგის სასტუმროში.


 მეორე დასკვნითი ტური

დრო: 10 აპრილი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 206 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5)

ხანგრძლივობა: 3.5 საათი
ფორმატი: ტესტები და ღია ამოცანები

მეორე ტურში მონაწილეებს მოუწევთ მუშაობა 30 ამოცანაზე. მათგან 15 დავალება იქნება ტესტური. მონაწილეებმა უნდა იმუშაონ 15 რაოდენობრივსა და თვისებრივ ამოცანაზე და თითოეულ ამოცანაში დასმულ შეკითხვაზე უნდა შეარჩიონ ოთხი სავარაუდო პასუხიდან ერთი სწორი პასუხი. თითოეული სწორი პასუხი/სწორად შესრულებული დავალება ფასდება 1 ქულით. ასევე, მეორე ტურში მონაწილეებმა უნდა იმუშაონ ისეთ 15 ამოცანაზე, რომელთა პასუხები მოკლედ და გასაგებად უნდა აღწერონ წერილობით. ამ ამოცანებიდან თითოეული ფასდება მაქსიმუმ 5 ქულით.


ამოცანების ამოხსნის შეფასების კრიტერიუმები:

  • 5 ქულა - ამოცანა სრულად არის აღწერილი და შედეგები ნათლად არის წარმოდგენილი ნაშრომში.
  • 4 ქულა - ამოცანა აღწერილია და დაშვებულია მცირე უზუსტობები.
  • 2-3 ქულა - ამოცანა ნაწილობრივ არის აღწერილი, შედეგები არასრულადაა წარმოდგენილი.
  • 1 ქულა - ამოცანა გააზრებულია და დაწყებულია აღწერა.
  • 0 ქულა - ამოცანა არ არის გააზრებული და/ან ამოცანასთან დაკავშირებული ნაშრომი არ არის წარმოდგენილი.

მეორე ტურში  საუკეთესო შედეგების მქონე პირველი 5 მონაწილე დაჯილდოვდება 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2017 წლის 11 აპრილს.

ბანერები