ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოდული 2 - ქართული ენა და ლიტერატურა

მოდული 2 – ინტენსიური კურსი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების ტექნიკებში

მოდულის მიზანია, გაგაცნოთ ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის უმოკლეს დროში ეფექტურად შესრულების სტრატეგიები.

მოდული მოიცავს შემდეგ კომპეტენციებს:

  • ტექსტის რედაქტირება
    გავრცელებული და ტიპური შეცდომების ანალიზის გზით, გაგაცნობთ ტექსტის რედაქტირების პრინციპებსა და სტრატეგიებს.
  • არგუმენტირებული ესე
    გაგაცნობთ არგუმენტირებული ესეს სტრუქტურულ მახასიათებლებს, არგუმენტირებისა და კონტრარგუმენტირების ჩამოყალიბების წესებსა და აკადემიური წერისთვის შესაფერის სტილს.
  • მხატვრული ტექსტის ანალიზი
    მხატვრული ტექსტის გააზრებისა და მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების ანალიზის სტრატეგიების გამოყენებით, გაგაცნობთ წერილობითი ნაშრომის შექმნის, მოსაზრებების არგუმენტირების, ადეკვატური ციტირების პრინციპებისა და გრამატიკული შეცდომების თავიდან აცილების გზებს.

მოდულის ხანგრძლივობა: 3 საათი

მოდულის გავლის შემდეგ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღებთ შესაბამის სერტიფიკატს.

თუ გსურთ მოდულის გავლა, შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის:

pr@iliauni.edu.ge

ტელ.: (+995 32) 222 00 09 (352)

ბანერები