ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

უფასო ინტენსიური კურსი ერთიანი ეროვნული გამოცდების ტექნიკებში

უფასო ინტენსიური კურსი ერთიანი ეროვნული გამოცდების ტექნიკებში

ახლოვდება ერთიანი ეროვნული გამოცდები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას:

  • კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ, რამდენად კარგად ხართ მომზადებული გამოცდისთვის.
  • ჩვენთან გაიაროთ უფასო ინტენსიური კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში.

კურსის შექმნისას ჩვენ გავითვალისწინეთ ის პრობლემები, რომლებსაც ყველაზე ხშირად აწყდებიან აბიტურიენტები გამოცდების ჩაბარებისას; გავაანალიზეთ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები.

ხშირია შემთხვევა, როცა აბიტურიენტი კარგად არის მომზადებული გარკვეულ დისციპლინებში, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევს გამოცდაზე. ამის მიზეზი არის ის, რომ მომზადების პროცესში საკმარისი ყურადღება არ ეთმობა სატესტო დავალებების ტიპებისა და იმ პრინციპების ახსნას, რომლებსაც ესა თუ ის სატესტო დავალება ეფუძნება. არადა, საკმარისია, იცოდე პრინციპი და გამოცდის წარმატებით ჩაბარებას ზედმეტი დროისა და ენერგიის დაკარგვის გარეშე შეძლებ.

ილიაუნის ინტენსიური პროგრამა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების ტექნიკებში ორი მოდულისგან შედგება:

  • მოდული 1 - ინტენსიური კურსი ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარების ტექნიკებში
  • მოდული 2 - ინტენსიური კურსი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების ტექნიკებში

თითოეული მოდულის ხანგრძლივობაა 3 საათი. ქართული ენისა და ლიტერატურის მოდული ჩატარდება შაბათობით, 11:00 საათზე, ხოლო ზოგადი უნარების მოდული ჩატარდება კვირაობით, 11:00 საათზე. პროგრამა დაიწყება 11 თებერვლიდან და ჯამში ორივე მოდული ჩატარდება 8-ჯერ.

კურსის ფარგლებში, გავარჩევთ დავალებებს, გაგაცნობთ მათი ამოხსნის ხერხებს, რის შემდეგაც, ათვისებული მიდგომების გამოყენებით, თავადაც (ტრენერის დახმარებით) ამოხსნით მსგავს ამოცანებს.

ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც 2017 წელს აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს და სწავლის გასაგრძელებლად აქვს საკმარისი უნარი და მოტივაცია.

კურსის განრიგი და ხანგრძლივობა:

კურსი დაიწყება თებერვალში და ჩატარდება ყოველ შაბათ-კვირას, 11:00 საათზე (სულ 8-ჯერ).

მონაწილეობის პირობები:

მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/2j4FoV0

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 31 მარტი

რეგისტრირებულ აპლიკანტებს გადავანაწილებთ ჯგუფებში და 1 კვირით ადრე ვაცნობებთ მეცადინეობის ჩატარების თარიღს.

ილიაუნი გისურვებთ წარმატებებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის

pr@iliauni.edu.ge

ტელ.: (+995 32) 222 00 09 (352)

ბანერები