ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნისა და ბაზისბანკის ერთობლივი STEM- სტიპენდიები აბიტურიენტებს

ილიაუნისა და ბაზისბანკის ერთობლივი STEM- სტიპენდიები აბიტურიენტებს

ილიაუნისა და ბაზისბანკის ერთობლივი STEM- სასტიპენდიო ფონდი 2021-2022 წელს 30 000 ლარს შეადგენს.  

სასტიპენდიო ფონდის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ყველა აბიტურიენტი, რომლებიც 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩააბარებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:

  •  ინგლისურენოვანი კომპიუტერული ინჟინერია
  •  ინგლისურენოვანი სამოქალაქო ინჟინერია
  • ინგლისურენოვანი ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია 

ეს პროგრამები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლამ სან დიეგოს სახელმწიფო უნვერსიტეტთან თანამშრომლობით საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოთხოვნების შესაბამისად შეიმუშავა. მათზე 2021-2022 წელს მხოლოდ 35 წარმატებული პირველკურსელი ისწავლის.

35-ვეს სასტიპენდიო ფონდის ფარგლებში  შესაძლებლობა ექნება მოიპოვოს ორი კატეგორიის სასტიპენდიო ვაუჩერიდან ერთ-ერთი:

  • I კატეგორია – 1000-ლარიანი STEM-სასტიპენდიო ვაუჩერი (რაოდენობა: 10)
  • II კატეგორია – 800-ლარიანი STEM-სასტიპენდიო ვაუჩერი (რაოდენობა: 25)

1000-ლარიან STEM-სტიპენდიას მიიღებ, თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით იქნები პროგრამებზე ჩარიცხულ ყველაზე მაღალი ქულის მქონე 10 პირველკურსელს შორის;

800-ლარიან STEM-სტიპენდიას მიიღებ, თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით იქნები პროგრამებზე ჩარიცხულ მომდევნო 25 პირველკურსელს შორის.

  • დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა
  • ზოგადსაუნივერსიტეტო სტიპენდიები აბიტურიენტებისთვის
  • STEM-სტიპენდიები აბიტურიეტებისთვის
  • სასტიპენდიო კონკურსები
  • სწავლის საფასური და გადახდა 

სტიპენდიის მიღების დამატებითი პირობა

ერთ პირზე შესაძლებელია მხოლოდ 1 ტიპის სტიპენდიის გაცემა. იმ შემთხვევაში, თუ პირი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდიის მიღების ერთზე მეტ პირობას დააკმაყოფილებს, დაჯილდოვდება თანხობრივად უკეთესი პირობის მქონე, მაგრამ 1 სტიპენდიით. სტიპენდიას მიიღებ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვებ 100%-იან სასწავლო გრანტს ან ჩააბარებ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საბაკალავრო პროგრამაზე

სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენების პირობები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის საფასური წელიწადში 2250 ლარია. 100 %-იანი სახელმწიფო გრანტის მიღების შემთხვევაში სტუდენტს სწავლა სრულად უფინანსდება. შესაბამისად, სტუდენტს შეეძლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასტიპენდიო ვაუჩერი გამოიყენოს საჭიროებისამებრ – გადაიხადოს ბინის ქირა, შეიძინოს წიგნები, დაიფინანსოს ტრანსპორტირება და ა.შ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!

საკონტაქტო ინფორმაცია

✉ pr@iliauni.edu.ge
☏ (+995 32) 222 00 09 (352)

 

ბანერები