ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მონაცემთა ანალიზი MS Excel-ის გამოყენებით

სასერტიფიკატო კურსი „მონაცემთა ანალიზი MS Excel-ის გამოყენებით“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსს „მონაცემთა ანალიზი MS Excel-ის გამოყენებით“.

სასწავლო კურსის მიზანია, სტუდენტებს განუვითაროს უნარი, გამოიყენონ ექსელი, როგორც მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტი და შეძლონ მონაცემების დამუშავება და ვიზუალიზაცია ექსელის კომპლექსური ფორმულებისა და მონაცემთა ანალიზის პაკეტების საშუალებით.

კურსის განმავლობაში გამოყენებულ მასალებთან ერთად მსმენელებს გადაეცემათ კრებული „მონაცემთა ანალიზი MS Excel-ის გამოყენებით“ ქართულ ენაზე.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სერტიფიკატს.

ტრენერები:
ბიზნესის სკოლის ლექტორები – რეზო ბერაძე (კურსები: ექსელი, კალკულუსი, ეკონომიკა) და ირაკლი გაბრიაძე (კურსები: სტატისტიკა, ეკონომიკა)

თემები:

  • სწრაფი მუშაობა ექსელში მაუსის გარეშე
  • მონაცემების იმპორტი, გასუფთავება და სამუშაოდ მომზადება
  • დაკავშირებისა და რეფერირების ფუნქციები
  • Pivot/დინამიკური ცხრილები
  • ბიზნესსცენარების ანალიზი
    • What If ანალიზი
    • Goal Seek
    • Scenario Manager
    • Data Table

  • ბიზნესგადაწყვეტილებები (Decision-making)
  • სტატისტიკური აპლიკაციები ექსელში
    • ძირითადი სტატისტიკური ფუნქციები
    • მონაცემთა ანალიზის პაკეტი (Data Analysis Toolkit)
    • რეგრესიული ანალიზი

  • ფინანსური ანალიზი
  • ფინანსური მოდელირება
  • მონაცემთა ვიზუალიზაცია
    • კომპლექსური გრაფიკების აგება
    • მონაცემთა ვიზუალიზაცია პირობითი ფორმატირების დახმარებით
    • Sparkline გრაფიკების შექმნა
    • Power View

  • ბიზნესპროცესების ავტომატიზაცია Macro-ს გამოყენებით
  • შესავალი VBA-ში

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა:
ექსელის საბაზისო დონეზე ცოდნა, რაც გულისხმობს რომ სტუდენტმა იცის:

  • ექსელის ინტერფეისის მორგება
  • საბაზისო ფორმულების (sum, average, count, if, and) გამოყენება
  • მარტივი გრაფიკების აგება

იმისთვის, რომ განისაზღვროს ექსელის ცოდნის დონე, სტუდენტმა უნდა დაწეროს წინასაკურსო საკვალიფიკაციო გამოცდა.

ტრენინგის განრიგი:

  • რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 21 მარტი.
  • წინასაკურსო საკვალიფიკაციო დავალების თარიღია 22 მარტი.
  • ტრენინგის დასაწყისი: 26 მარტი
  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 6 კვირა (12 შეხვედრა – თითოეული 2-საათიანი, ჯამში 24-საათი) კურსის.
  • ტრენინგების პერიოდულობა: სამშაბათი, ხუთშაბათი
  • ჩატარების დრო: 19:00-21:00
  • ჩატარების ადგილი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5 (ვაკის პარკის წინ), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსი

ტრენინგის საფასური და რეგისტრაცია:
ტრენინგის ღირებულება: 490 ლარი. მსმენელმა უნდა გადაიხადოს 25 მარტამდე.

გთხოვ, გაიარეთ ონლაინრეგისტრაცია:  https://goo.gl/forms/pz4pjLYQb7yWG2L42


საკონტაქტო ინფორმაცია

ქეთევან მცხეთლიშვილი

ტრენინგკურსის კოორდინატორი

მობილური: 577 23 39 17

E-mail: [email protected]

ბანერები