ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

ზეპირი გამოცდის შედეგები - მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე მისაღები ზეპირი გამოცდის შედეგები იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

ის კანდიდატი, რომელიც ზეპირ გამოცდაზე შეფასდა 3-ზე ნაკლები ქულით, გამოეთიშა კონკურსს.

პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადის და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ზეპირი გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2020 წლის 9 და 10 სექტემბრის 18:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე info@iliauni.edu.ge

სააპელაციო კომისიის წინაშე ზეპირი გამოცდა ჩატარდება 2020 წლის 14 სექტემბერს დისტანციურად, პროგრამა ზუმის გამოყენებით.

ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, ჩასარიცხ კანდიდატთა სია საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით გამოქვეყნდება 2020 წლის 15 სექტემბერს.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ლიკა ნოზაძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელ.ფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

ბანერები