ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

ზეპირი გამოცდის განრიგი - მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე მისაღები ზეპირი გამოცდის  განრიგი საიდენტიფიკაციო კოდების მიხედვით  იხილეთ აქ.

ზეპირი გამოცდა დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება 2020 წლის 7 სექტემბერს  დისტანციურად, პროგრამა Zoom-ის გამოყენებით. ზეპირი გამოცდის დროს დოქტორანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ათწუთიანი PP-პრეზენტაცია წარდგენილი სადოქტორო საკვლევი პროექტის შესახებ. გასაუბრების დროს პრეზენტაცია დოქტორანტმა უნდა გააზიაროს პროგრამა Zoom-ში. გამოცდაზე დასასწრები ბმული გაეგზავნება დოქტორანტობის კანდიდატს ინდივიდუალურად სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. ბმულზე გადასვლის შემდეგ დოქტორანტობის კანდიდატი შეიძლება მოხვდეს მოსაცდელ ოთახში და განრიგის მიხედვით დაიშვება გამოცდაზე.

ზეპირ გამოცდაზე  დოქტორანტობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზეპირი გამოცდის მოთხოვნებს. ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა იხილეთ აქ.

ის კანდიდატი, რომელიც ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, გამოეთიშება კონკურსს.                                                                                         

პროგრამაზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადის და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ზეპირი გამოცდის  შედეგები გამოქვეყნდება  2020 წლის 8 სექტემბერს.

გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ლიკა ნოზაძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

ბანერები