ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

ზეპირი გამოცდის განრიგი - გარე მობილობა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის ფსიქოლოგიის მიმართულებაზე

ზეპირი გამოცდის განრიგი - გარე მობილობა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის ფსიქოლოგიის მიმართულებაზე

2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე გარე მობილობით მისაღებ პირთათვის ზეპირი გამოცდა დაიწყება 2020 წლის 17 თებერვალს 10:00 საათზე A205 აუდიტორიაში (მის: ჭავჭავაძის 32)

შეგახსენებთ, რომ ზეპირი გამოცდის დროს დოქტორანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ათწუთიანი PP-პრეზენტაცია მის მიერ წარდგენილი სადოქტორო საკვლევი პროექტის შესახებ.

ზეპირ გამოცდაზე დოქტორანტობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზეპირი გამოცდის მოთხოვნებს. ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა იხილეთ აქ.

ის კანდიდატი, რომელიც ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, გამოეთიშება კონკურსს.

პროგრამაზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადის და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ზეპირი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება  2020 წლის 17 თებერვალს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში ,,სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ და ფაკულტეტის სიახლეებში.

გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ლიკა ნოზაძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge
ტელ.: 2 22 00 09 (206)

ბანერები