ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

კვლევითი განაცხადის შეფასებები – მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე მისაღები სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომელთა სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით, გაივლიან გასაუბრებას დარგობრივი კომისიის წინაშე. 

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს 2020 წლის 26 და 27 აგვისტოს (10:00-დან 18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე info@iliauni.edu.ge

სადოქტორო კვლევის განაცხადის შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით დაიდება 2020 წლის 3 სექტემბერს.

ზეპირი გამოცდა დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება 2020 წლის 7 სექტემბერს დისტანციურად, პროგრამა Zoom-ის გამოყენებით. გამოცდაზე დასასწრები ბმული და დრო  აპლიკანტს გაეგზავნება ინდივიდუალურად სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე;

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი გასაუბრებაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კონკურსს.

მნიშვნელოვანია! გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზეპირი გამოცდის მოთხოვნებს. ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა იხილეთ აქ.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით
ლიკა ნოზაძეს,
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელს –
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

ბანერები