ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე 2019- 2020 ს.წ. გაზაფხულის სემესტრისთვის გამოცხადებული მიღების ფარგლებში სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე 2019- 2020 ს.წ. გაზაფხულის სემესტრისთვის გამოცხადებული მიღების ფარგლებში სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა იხილეთ აქ:

დამატებითი ინფორმაცია:
სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მიერ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის სადოქტორო პროგრამებზე გამოცხადებულ მიღებაზე  ჩასარიცხი კანდიდატები სწავლის გაგრძელების სურვილის დასადასტურებლად და ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე, ოთახი E 302 (უნივერსიტეტის E კორპუსი, ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5) 2020 წლის 27 და 28 იანვარს.

კანდიდატებმა თან უნდა იქონიონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
ბ) ორი ფოტოსურათი და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე(CD);
გ)აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომის შემთხვევაში, გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან იმ შემთხვევში თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობამაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;
დ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი სადოქტორო პროგრამის მოთხოვნის მიხედვით - ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ დონეს; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი ასეთის არსებობის შემთხვევაში ( დიპლომის ნამდვილობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ).
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი(მხოლოდ ვაჟებისთვის);
ვ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულების აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე, კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად.


დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
თამარ თაყაიშვილი
პროექტების მენეჯერი
☏ (+995 32) 222 00 09 (181)

ბანერები