ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შიდა მობილობა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე

შიდა მობილობა მეცნიერებათა და ხელოვნების სამაგისტრო პროგრამებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს  სტუდენტთა შიდა მობილობას მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის. შიდა მობილობით გადასვლის მსურველი სტუდენტებისთვის განცხადებების დაწერის ბოლო ვადაა 2020 წლის 7 აგვისტო.

შიდა მობილობის შესახებ განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნების სტუდენტთათვის გაცნობის და მათი მხრიდან დასკვნებზე ხელმოწერის ბოლო ვადაა 2020 წლის 7 სექტემბერი.

დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით ბრძანებას. 

მობილობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა გაითვალისწინონ:

  • მეცნიერებათა და ხელოვნების სამაგისტრო პროგრამებზე შიდა მობილობა დასაშვებია მხოლოდ ამავე ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტთათვის და ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში ზოგადი უნარების გამოცდაზე ჩაბარებული აქვთ A ტიპის ტესტი;

არგუსზე განცხადების დაწერისა და პროგრამის ცვლილების ინსტრუქცია

შიდა მობილობის წესით ფაკულტეტის/სკოლის ცვლილებისათვის ან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამიდან სხვა პროგრამაზე გადასვლისათვის აუცილებელია არგუსზე განცხადების დაწერა.

დეტალური ინსტრუქციის სანახავად იხილეთ თანდართული ფაილი.


საკონტაქტო ინფორმაცია:

მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
✉ arts_sciences@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები