ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შიდა მობილობა სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამებზე

შიდა მობილობა სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს  სტუდენტთა შიდა მობილობას სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის. შიდა მობილობით გადასვლის მსურველი სტუდენტებისთვის განცხადებების დაწერის ბოლო ვადაა 2020 წლის 7 აგვისტო.

სამართლის სკოლაში შიდა მობილობა ცხადდება:
  • სამართლის საბაკალავრო პროგრამა - 30 ვაკანტური ადგილი;

სამართლის სკოლაში საბაკალავრო პროგრამაზე გადასვლის მსურველი პირების რეიტინგი დგებაერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულების საფუძველზე,

შიდა მობილობის შესახებ განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნების სტუდენტთათვის გაცნობის და მათი მხრიდან დასკვნებზე ხელმოწერის ბოლო ვადაა 2020 წლის 7 სექტემბერი.

დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით ბრძანებას. 

არგუსზე განცხადების დაწერისა და პროგრამის ცვლილების ინსტრუქცია

შიდა მობილობის წესით ფაკულტეტის/სკოლის ცვლილებისათვის ან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამიდან სხვა პროგრამაზე გადასვლისათვის აუცილებელია არგუსზე განცხადების დაწერა.

დეტალური ინსტრუქციის სანახავად იხილეთ თანდართული ფაილი.


საკონტაქტო ინფორმაცია:

სამართლის სკოლა
☏ (+995 32) 222 00 09 (301)
lawfaculty@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები