ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შიდა მობილობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე

შიდა მობილობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს  სტუდენტთა შიდა მობილობას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე 2020-2021 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრისათვის შიდა მობილობით გადასვლის მსურველი სტუდენტებისთვის განცხადებების დაწერის ბოლო ვადაა 2020 წლის 7 აგვისტო.

შიდა მობილობის შესახებ განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნების სტუდენტთათვის გაცნობის და მათი მხრიდან დასკვნებზე ხელმოწერის ბოლო ვადაა 2020 წლის 7 სექტემბერი.

გაითვალისწინეთ, რომ ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე გამოცდად ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

  • მათემატიკა
  • გეოგრაფია
  • ფიზიკა
  • ქიმია
  • ბიოლოგია

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ საგანში/საგნებში გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან.

შენიშვნა: აღნიშნული მოთხოვნა არ ეხება სტუდენტებს, რომელთაც ზოგადი მოდულის ფარგლებში წარმატებით აქვთ გავლილი შესავალი კურსი/კურსები კოდებით: INTROLF ან INTROENG; 

დეტალური ინფორმაციისთვის იხ. თანდართული ბრძანება. 

არგუსზე განცხადების დაწერისა და პროგრამის ცვლილების ინსტრუქცია

შიდა მობილობის წესით ფაკულტეტის/სკოლის ცვლილებისათვის ან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამიდან სხვა პროგრამაზე გადასვლისათვის აუცილებელია არგუსზე განცხადების დაწერა.

დეტალური ინსტრუქციის სანახავად იხილეთ თანდართული ფაილი.


საკონტაქტო ინფორმაცია:

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი
ტელ.: 032 2 22 00 09 (115)
ელ.ფოსტა: sciences_medicine@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები