ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შიდასაუნივერსიტეტო რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთები

გარე მობილობა – შიდასაუნივერსიტეტო რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთები

ახალი ამბები

სტუდენტებმა, რომელთაც მოიპოვეს მობილობის წესით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის, რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2019 წლის 6 თებერვლიდან 8 თებერვლის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:

რეგისტრაციისათვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის რექტორს (განაცხადი ივსება ადგილზე).

შიდასაუნივერსიტეტო რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი:

  • ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;

  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);

  • ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 2019 წლის 21 იანვრის შემდეგ (სტუდენტის სტატუსის, სასწავლო პროგრამის დასახელების, და მის მიმართ გამოცემული სამართლებრივი აქტების მითითებით);

  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

  • უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;

  • 2 ცალი ფოტოსურათი 3X4 და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);

  • გრანტის არსებობის შემთხვევაში, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წერილი, სადაც მითითებული იქნება გრანტისა და სწავლის საფასურის ოდენობის შესახებ ინფორმაცია;

  • ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე გამოცდის (მათემატიკაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში ან ბიოლოგიაში) წარმატებით ჩაბარების შესახებ (საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროგრამებზე და მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მათემატიკის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა და არქიტექტურის (ძირითადი სპეციალობა) მობილობის მსურველთათვის).

შენიშვნა: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ბეჭდით.

ბანერები