ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მობილობა ილიაუნიში

მობილობა

მობილობის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა აკრედიტებული უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, გადმოვიდნენ და სწავლა გააგრძელონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

თუ გსურს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლა:

მობილობის მსურველად დარეგისტრირება შესაძლებელია წელიწადში ორჯერ. მობილობის პროცესი ხორციელდება შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში,  კონკრეტულ ვადებს ადგენს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. 

ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს მიღება 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის საბაკალავრო პროგრამებზე. სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისა ვადაა 2019 წლის 31 ივლისიდან 21 აგვისტოს 18:00 სთ-მდე; 

მას შემდეგ, რაც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისგან მოიპოვებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის უფლებას, უნდა გაიაროთ შიდასაუნივერსიტეტო რეგისტრაცია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები