ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება, პროცედურები და ვადები

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი აცხადებს მიღებას „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი 2019-2020 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, რუსული ენა, ქართული, როგორც მეორე / უცხო ენა)“. 

რეგისტრაცია

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, რუსული ენა, ქართული, როგორც მეორე / უცხო ენა)“ ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 13 სექტემბრიდან 2019 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5, თბილისი).

„მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, რუსული ენა, ქართული, როგორც მეორე / უცხო ენა)“ ჩანიშვნის მსურველებმა რეგისტრაციისას უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) განაცხადი (ივსება ადგილზე);
ბ) ავტობიოგრაფია (CV) – ქართულ ენაზე;
ბ) პირადობის მოწმობა და მისი ასლი. 
გ) ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდაზე რეგისტრაციის ნომრის, მიღებული და მინიმალური გამსვლელი ქულის მითითებით. მასწავლებლის სერტიფიკატის არსებობის  შემთხვევაში, სანოტარო წესით დამოწმებული მასწავლებლის სერტიფიკატის ასლი;
დ) ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
ე) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის –  დიპლომის –  სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა  შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი; უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის).

შენიშვნა: საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში მინდობილმა პირმა თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების ჩატარებისა და შედეგების გამოცხადების ვადები

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ჩატარდება 2019 წლის 17 სექტემბერს;

პროგრამების მიხედვით შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ზუსტი თარიღებისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2019 წლის 16 სექტემბერს;
შიდასაუნივერსიტიტეტო გამოცდის შედეგები უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება 2019 წლის 18 სექტემბერს.

სააპელაციო პროცედურები

აპლიკანტებმა საპრეტენზიო განაცხადი შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2019 წლის 19 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე  (მის.: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, უნივერსიტეტის კანცელარია).

სააპელაციო განცხადებების საფუძველზე განმეორებითი გამოცდა ჩატარდება 2019 წლის 23 სექტემბერს.

პროგრამების მიხედვით სააპელაციო გასაუბრებების განრიგისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2019 წლის 20 სექტემბერს.

შედეგების გამოცხადება

აპლიკანტთა რეიტინგული სიები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები), რეგისტრაციის ნომრის მითითებით, გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2019 წლის 23 სექტემბერს.

ხელშეკრულებების გაფორმება

აპლიკანტებთან, რომლებიც წარმატებით გაივლიან შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებს და რეიტინგული სიის მიხედვით მოიპოვებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, რუსული ენა, ქართული, როგორც მეორე / უცხო ენა)“ სწავლის გაგრძელების უფლებას, ხელშეკრულება გაფორმდება ქვემოთ მოცემული ინფორმაციის შესაბამისად:

ა) ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2019 წლის 24 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, E302 აუდიტორიაში (მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, თბილისი)

ბ) სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2019 წლის  25 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, E302 აუდიტორიაში (მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, თბილისი)

პროგრამაზე ჩარიცხვის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ბანერები