ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები

მიღება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე 2019-2020 სასწავლო წლისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი 2019-2020 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

ინფორმაცია ვაკანტური ადგილების შესახებ იხილეთ აქ.


რეგისტრაციის ვადები და პროცედურა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა აპლიკანტებმა ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2019 წლის 14 აგვისტოდან 24 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით.

რეგისტრაციის ბაზა გააქტიურდება 14 აგვისტოს. ბაზაში შეყვანილი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებლობას იღებს მაგისტრობის კანდიდატი.

გაითვალისწინეთ, რომ ერთი პირადობით რეგისტრირდებით მხოლოდ ერთხელ, შესაბამისად რეგისტრაციის დროს მიუთითეთ ყველა სასურველი ფაკულტეტი და პროგრამა და ისე გამოაგზავნეთ განაცხადი, განაცხადის გამოგზავნის შემდეგ ფაკულტეტს და პროგრამას ვეღარ დაამატებთ! 

რეგისტრაციის ელექტრონულ ბაზაში სამართლის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. პირადობის მოწმობის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  2. 2019 წლის სამაგისტრო საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
  3. ფოტოსურათი;
  4. რეზიუმე (CV);
  5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
  6. რეგისტრაციის ელექტრონულ ბაზაში მითითებული ყველა სხვა სავალდებულო დოკუმენტი;
  7. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტების მოთხოვნის შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი;

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ფორმატი და განრიგი

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდება 2019 წლის 27 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ზუსტი განრიგი უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება 2019 წლის 26 აგვისტოს.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდება შემდეგი წესით:

  • საკვები პროდუქტების მეცნიერება - ზეპირი გამოცდა
  • გამოყენებითი გენეტიკა - ზეპირი გამოცდა
  • სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები (ეკოლოგია, მოლეკულური ბიომეცნიერებები, ნეირომეცნიერებები, ბიოფარმაცია) - ზეპირი გამოცდა
  • ბუნებათსარგებლობა (MSc) - ზეპირი გამოცდა
  • დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები (გეოლოგია, გეოფიზიკა, გეოგრაფია და GIS ტექნოლოგიები) - ზეპირი გამოცდა
  • ფიზიკა და ასტრონომია (ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკა და კოსმოლოგია, თეორიული ასტროფიზიკა, კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკა, ვარსკვლავთა და გარეგალაქტიკური ასტრონომია, მზის ფიზიკა, კოსმოლოგია, ატმოსფეროსა და იონოსფეროს ფიზიკა, ბიოფიზიკა) - ზეპირი გამოცდა

საკითხავი მასალა პროგრამების მიხედვით

ბუნებათსარგებლობა (MSc) და ეკოლოგია იხ.რიდერად


პირველადი შედეგების გამოქვეყნება, აპელაციის პროცედურა და საბოლოო შედეგები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის შიდასაუნივერსიტიტეტო გამოცდების პირველადი შედეგები (კანდიდატთა შეფასებები)  2019 წლის 9 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების შესახებ მაგისტრობის კანდიდატს საპრეტენზიო განაცხადით შეუძლია მიმართოს 2019 წლის 10 და 11 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე (მისამართზე: H კორპუსი ოთახი 118, H კორპუსში შემოსვლა ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირიდან 3/5).

საპრეტენზიო განაცხადების საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე განიხილება 2019 წლის 12 და 13 სექტემბერს.

2019 წლის 17 სექტემბერს აპელაციის შედეგების გათვალისწინებით უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება მაგისტრანტობის კანდიდატთა შეფასებები რეგისტრაციის დროს მინჭებული კოდის, ფაკულტეტის და პროგრამის მითითებით.


ხელშეკრულების გაფორმება

მაგისტრობის კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმდება:

  • ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2019 წლის 18-19 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე H კორპუსი ოთახი 118 და 103 (H კორპუსთან შემოსასვლელი ქ. ჩოლოყაშვილის გამზ., 3/5, ეზოდან);
  • სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2019 წლის 20 და 23 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე H კორპუსი ოთახი 118 და 103 ( H კორპუსთან შემოსასვლელი ქ. ჩოლოყაშვილის გამზ., 3/5, ეზოდან).

მაგისტრობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე სავალდებულოა წარმოდგენილი იქნას ყველა ზემოთ მოთხოვნილი დოკუმენტი სრულყოფილად.

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან უნდა წარმოადგინოს ნოტარიული წესით გაფორმებული მინდობილობა.

თუ მაგისტრობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ერთზე მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს მხოლოდ ერთ სამაგისტრო პროგრამაზე (პროგრამის მიმართულებაზე).

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მაგისტრობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში (ძირითადი სიისთვის 2019 წ. 18-19 სექტემბერი, სათადარიგო სიისთვის 2019 წ. 20 და 23 სექტემბერი) არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, კარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებებს!


საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sciences_medicine@iliauni.edu.ge

ტელ.: 2 220009 (508; 139; 115)

ბანერები