ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები

მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე 2019-2020 სასწავლო წლისთვის

ახალი ამბები

2019-2020 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

მისაღები ადგილების რაოდენობა პროგრამების მიხედვით იხილეთ აქ.

შენიშვნა: ზეპირი გამოცდის/ტესტირების/ესეს/სამოტივაციო წერილის კრიტერიუმები იხილეთ თითოეული პროგრამის გასწვრივ.

მიმართულება: ჰუმანიტარული მეცნიერებები

1. უცხო ენათა ფილოლოგია (ანგლისტიკა, გერმანული ფილოლოგია, რომანული ფილოლოგია) და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა 
ანგლისტიკის მიმართულებისათვის - შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ტესტი, ზეპირი გამოცდა
რომანული ფილოლოგიის მიმართულებისათვის - შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ესე
შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებისათვის - შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

2. გამოყენებითი უცხო ენები და საერთაშორისო მოლაპარაკებები/ეკონომიკა (ევროპული-რუსული-აღმოსავლური) -შიდა საუნივერსიტეტო გამოცდატესტირება ძირითად და მეორე უცხოურ ენაში

3. გამოყენებითი ენათმეცნიერება – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

4. ფილოსოფია – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: სამოტივაციო წერილიზეპირი გამოცდა. ფილოსოფიის სამაგისტრო მიღებაზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმეტებთან ერთად უნდა ატვირთონ სამოტივაციო წერილი.

5. შუა საუკუნეების კვლევები (ენა, ლიტერატურა, ისტორია, ფილოსოფია, ხელოვნების ისტორია, რელიგია) – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდაზეპირი გამოცდა

შენიშვნაშუა საუკუნეების კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა  რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმეტებთან ერთად უნდა ატვირთონ  რეზიუმე (CV)

6. არქეოლოგია – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა
 
მიმართულება: ხელოვნება

7. სახელოვნებო თეორიის და პრაქტიკის კვლევები -შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

შენიშვნა: მიღება ცხადდება პროგრამის მხოლოდ კინომცოდნეობის მიმართულებაზე

მიმართულება: სოციალური მეცნიერებები

8. ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია) – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა წერითი გამოცდა (მისაღები სამაგისტრო გამოცდის საკითხავი, ინგლისურენოვანი სტატიის ნიმუში : დანართი 1, დანართი 2 )

9. კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია- შიდა საუნივერსიტეტო გამოცდატესტირება ინგლისურ  ენაში, ზეპირი გამოცდა

შენიშვნაკომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ  რეზიუმე (CV)

11. პოლიტიკის მეცნიერება (საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები, საბჭოთა კვლევები) – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

12. საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება - შიდა საუნივერსიტეტო გამოცდაზეპირი გამოცდა

13. ადიქციის კვლევები - შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა:

14. სოციოლოგია- შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

15. რელიგიის კვლევები- შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

შენიშვნა: რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა ატვირთონ რეზიუმე (CV).

16. სოციალური სამუშაო – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

მიმართულება: ჯანდაცვა

17. ფსიქიკური ჯანმრთელობა- შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

შენიშვნა: ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა კანიდატებმა  სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად რეგისტრაციისას უნდა ატვირთონ შესაბამისი ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულების/დაწესებულებების მიერ გაცემული, მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებული  დოკუმენტი/დოკუმენტები (არ არის სავალდებულო აპლიკანტს 2 წლიანი პრაქტიკა ჰქონდეს უწყვეტად, ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ დაწესებულებაში);


რეგისტრაცია

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად 2019 წლის 14 აგვისტოდან 25 აგვისტოს 18:00 საათამდე, რეგისტრაციის ბაზის საშუალებით შემდეგ ბმულზე: https://argus.iliauni.edu.ge/ka/registration/masters

რეგისტრაციის ზოგადი ინსტრუქცია იხილეთ აქ.

გაითვალისწინეთ, რომ ერთი პირადობით რეგისტრირდებით მხოლოდ ერთხელ, შესაბამისად რეგისტრაციის დროს მიუთითეთ ყველა სასურველი ფაკულტეტი და პროგრამა და ისე გამოაგზავნეთ განაცხადი, განაცხადის გამოგზავნის შემდეგ ფაკულტეტს და პროგრამას ვეღარ დაამატებთ! 

რეგისტრაციის დაწყებამდე მაგისტრანტობის კანდიდატებს აუცილებლად მზად უნდა ქონდეთ ყველა ასატვირთი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგისტრაციას ვერ გაივლიან, არასწორად ატვირთული დოკუმენტის შემთხვევაში რეგისტრაცია გაუქმდება! მცდარი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტს ეკისრება პასუხისმგებლობა! ასატვირთი დოკუმენტების სია განსხვავებულია პროგრამების მიხედვით.

შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების ჩატარების და შედეგების გამოცხადების ვადები

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები პროგრამების მიხედვით ჩატარდება 2019 წლის29 აგვისტოდან  2019 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით;

დეტალური ინფორმაცია მაგისტრანტობის კანდიდატთა  სიების, გამოცდების ზუსტი თარიღებისა და საგამოცდო აუდიტორიების მითითებით - არაუგვიანეს 27 აგვისტოსი; 

შიდა საუნივერსიტიტეტო გამოცდების შედეგები უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება 2019 წლის 10 სექტემბერს 

სააპელაციო პროცედურები

მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ ჩატარებული გამოცდების შედეგების შესახებ უნდა წარადგინოს უნივერსიტეტში 2019 წლის 11 და 12 სექტემბერს - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #32, აუდიტორია A205. სააპელაციო განაცხადის ფორმა მოგვაიენბით აიტვირთება);

საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისია. 

საპრეტენზიო განაცხადების საფუძველზე დანიშნული განმეორებითი გამოცდა და/ან ესეების//ტესტების/სამოტივაციო წერილების განმეორებითი განხილვა შედგება 2019 წლის 13-14 სექტემბერს.

პროგრამების მიხედვით სააპელაციო  გამოცდების განრიგის და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2019 წლის 12 სექტემბერს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საპრეტენზიო საბჭო განიხილავს მხოლოდ იმ საპრეტენზიო განაცხადებს, სადაც მკაფიოდ და არგუმენტირებულად არის წარმოდგენილი აპელაციის კონკრეტული მიზეზი/მიზეზები.

შედეგების გამოცხადება
მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული სიები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები), საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით, გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2019 წლის 17 სექტემბერს.

ხელშეკრულებების გაფორმება

ხელშეკრულებების გაფორმება  მაგისტრანტობის იმ კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და რეიტინგული სიის მიხედვით მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, განხორციელდება  2019 წლის 18 სექტემბრიდან 2018 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე A 103 აუდიტორიაში (მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. 32)

ა) ძირითადი სიის წარმომადგენლებთან ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 18, 19 და 20 სექტემბერს

ბ) სათადარიგო სიის წარმომადგენლებთან ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 21, 23 სექტემბერს.

სათადარიგო სიაში მყოფ კანდიდატთა საყურადღებოდ !

იმ შემთხვევაში, თუ პროგრამებზე განსაზღვრული მისაღები რაოდენობა არ შეივსება ძირითადი სიებიდან და დარჩება ვაკანტური ადგილები, 20 სექტემბერს ფაკულტეტის წარმომადგენელი, ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით, რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომრებზე, დაუკავშირდება სათადარიგო სიის კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით, დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს ყველა ის დოკუმენტი რაც ჰქონდა მოთხოვნილი რეგისტრაციის ეტაპზე (მათ შორის ის დოკუმენტიც, რომელსაც მაგისტრანტობის კანდიდატისთვის სასურველი პროგრამა შეიძლება ითხოვდეს : cv/სამოტივაციო წერილი/ესსე. ):

ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი. 

ბ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, შესაძლოა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, სადაც მითითებულ უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს; 

გ) ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა; 

დ) ფაკულტეტების/სკოლის მოთხოვნის შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი; 

ე) 1 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობა. 

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ორ ან მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ ერთ პროგრამაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, დაკარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.


საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ლიკა ნოზაძე - ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 200)
ელფოსტა: lika.nozadze.3@iliauni.edu.ge 

საკონტაქტო პირი: ლელა ბერიძე - ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 206)
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge 

ბანერები