ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადება: I-VI კლასები

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადება: I-VI კლასები - პროგრამის აღწერა

პროგრამის მიზანია, მოამზადოს დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასი) ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველებისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებელი, რომელსაც გააჩნია წარმატებული პროფესიული საქმინობისათვის შესაბამისი თეორიული ცოდნა, პრაქტიკული უნარ-ჩვევები და ღირებულებები და შეუძლია უპასუხოს მასწავლებლისადმი წაყენებულ თანამედროვე მოთხოვნებს.

პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტების კვლევითი უნარების განვითარებაზე, რაც დაეხმარება მათ, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაზე დაფუძნებით, სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და პროფესიულ განვითარებაში.

ამასთან, პროგრამა მიმართულია მასწავლებლისათვის აუცილებელი ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, როგორიც არის ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე, რაოდენობრივი მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების უნარი, გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი, პრობლემის იდენტიფიცირების, მისი ავტონომიურად და ეფექტურად გადაჭრის უნარი.

სწავლების მეთოდოლოგია

დისკუსია და დებატები; ინდივიდუალური, წყვილებში და ჯგუფური მუშაობის მეთოდები; სიტუაციის ანალიზი (Case Study); პროექტებით სწავლება; კოგნიტური დიაგრამებით სწავლება; უკუკავშირის მეთოდები; პედაგოგიური პრაქტიკა; პედაგოგიური პრაქტიკაზე დაკვირვება, ანალიზი, რეფლექსია; წყაროებზე მუშაობის მეთოდები; ლაბორატორიული მუშაობა; პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდები და სხვ.

დასაქმების შესაძლებლობები

კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს:

  • მასწავლებლის პროფესიაში შესვლის პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში კერძო და საჯარო სკოლებში დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასი) ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების უფროს მასწავლებლად;
  • სასწავლო ცენტრებში;
  • პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს სადოქტორო საფეხურზე;
კურიკულუმის აღწერა




მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები