ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

TourMODE - ტურისტული სააგენტოს მოდელირება

TourMODE კვირეული

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ბიზნესის სკოლისა და ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით ილიაუნის სტუდენტებისთვის 18-22 დეკემბერს აწყობს TourMODE კვირეულს, რომელიც გულისხმობს მოსამზადებელ პერიოდს გაზაფხულის სემესტრში დაგეგმილი TourMODE ტურისტული სააგენტოს მოდელირების შემაჯამებელი პროექტისთვის.

პროექტის მიზანია:

▶ სტუდენტებისთვის ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც შრომის ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას გაზრდის;

▶ სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა ტრენინგებისა და მასტერკლასების საშუალებით   დაეუფლონ ისეთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, როგორებიცაა: ბიზნესმოდელის შექმნა, ბიუჯეტირება, საჯარო გამოსვლის ხელოვნება, ეფექტური კომუნიკაცია და სხვ.;

ამასთან ერთად მონაწილეებს ტრენინგების გავლის შემდეგ TourMODE-ის შემაჯამებელი პროექტ „ტურისტული სააგენტოს მოდელირების“ ფარგლებში კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ.

რატომ?

✅ გაიგო მეტი პროექტის "TourMODE – ტურისტული სააგენტოს მოდელირება" შესახებ;

✅ გადადგა პირველი ნაბიჯი შემაჯამებელ პროექტში მონაწილეობისთვის*;
* სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი ექნებათ TourMODE კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგკურსები, შემაჯამებელ პროექტზე "TourMODE – ტურისტული სააგენტოს მოდელირება" შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ სხვა აპლიკანტებთან შედარებით.

✅ გაიგო მეტი ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ;

✅ დაიწყო ფიქრი საკუთარი ბიზნესის წამოწყებასა და მის შემდგომ განვითარებაზე;

✅ გამოიმუშავო ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, რომლებიც წარმატების მიღწევასა და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარება;

✅ გააანალიზო ბიზნესის დასაწყებად აუცილებელი ნაბიჯები და პროცედურები.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებიმიერი საფეხურისა და მიმართულების  სტუდენტს.

როგორ?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/LqkwMf

დედლაინი: 14 დეკემბერი

▶ როდის?

TourMODE კვირეული გაიმართება 18-22 დეკემბერს.

თითოეულ ტრენინგს დაეთმობა 3 საათი, რომელიც მოიცავს 1-საათიან სალექციო და 2- საათიან პრაქტიკულ ნაწილს.


საკონტაქტო ინფორმაცია:

 

student.affairs@iliauni.edu.ge

551503539; 032 2 22 00 09 (270)

ბანერები