ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

E Pluribus Unum

სტუდენტური კლუბი E Pluribus Unum

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბი E Pluribus Unum, რომელიც 2016 წლის 17 ნოემბერს დააარსეს ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტებმა. კლუბის ძირითადი პროექტები სამართლის სკოლის სტუდენტებისთვისაა, თუმცა შეძლებისდაგვარად მოიცავს ილიაუნის ყველა ფაკულტეტის სხვადასხვა სფეროს.

კლუბის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • საჯარო ლექციები – ლექციების თემატიკა მრავალფეროვანია, რაც თავისთავად ზრდის დაინტერესებულ სტუდენტთა რაოდენობას და მათ შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ დამატებითი ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე;
  • ფილმის ჩვენება,რაც მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების პროცესში და მიმართულია სხვადასხვა პრაქტიკის, სოციუმში არსებული პრობლემების, ფილმად ქცეული აქტუალური საკითხების უკეთესად გააზრებისაკენ. ფილმის ჩვენების შემდეგ იმართება დისკუსია;
  • იმიტირებული სასამართლო პროცესები უზრუნველყოფს სტუდენტების თეორიული ცოდნის პრაქტიკაშირეალიზებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას;
  • ტრენინგები სტუდენტებს აძლევს საშუალებას, მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია  უშუალოდ დარგის ექსპერტებისგან მიიღონ;
  • ინსტიტუციური ვიზიტები სხვადასხვა სტრუქტურაში (მაგ., საქართველოს მთავარ პროკურატურაში, უზენაეს სასამართლოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ექსპერტიზის ბიუროში, აუდიტის სამსახურში და ა. შ.);
  • ინტელექტუალური თამაშები.

კლუბის მიზანია: 

  • რაც შეიძლება მეტ სტუდენტს მისცეს საშუალება, ჩაერთოს კლუბის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; 

  • უკეთესად დაგეგმოს საკუთარი აქტიური სტუდენტური ცხოვრება; 

  • ხელი შეუწყოს სტუდენტებს როგორც პროფესიული, ისე ზოგადი განათლებისა და უნარ-ჩვევების განვითარებაში; 

  • სტუდენტური კლუბი  ასევე თანამშრომლობს სკოლის მოსწავლეებთან და ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებით ხელს უწყობს უნივერსიტეტის პოპულარიზაციას. 

კლუბში გაწევრიანების მსურველებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე.


კლუბის პრეზიდენტი: ზურა ფარქოსაძე.

საკონტაქტო ინფორმაცია: 

ტელ.: 557 59 20 58

ელფოსტა: students.epu@iliauni.edu.ge 

ბანერები