ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

ვისოლ ჯგუფისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სტუდენტური კონკურსი იზრუნე

კონკურსები

#იზრუნე ვისოლ ჯგუფისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სოციალური პროექტია, რომლის ერთ-ერთი მიზანი გარემოს დაცვაზე ზრუნვაა.

პროექტის ფარგლებში 2018 წლის ზაფხულში განხორციელდა სტუდენტური ბანაკების სერია – კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაემგზავრნენ, სადაც გაიღრმავეს ცოდნა, მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება და საკუთარი ინტერესების შესაბამისად ჩაერთვნენ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში.

ამჯერად პროექტის ფარგლებში ვისოლ ჯგუფის ორგანიზებითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით ჩატარდება სტუდენტური კონკურსი.

კონკურსის მიზანია გამოავლინოს საუკეთესო იდეები, რომლებიც გამონაბოლქვისა და საგზაო ხმაურისა პრობლემებს უპასუხებს და ქმედითი იქნება მათი შემცირების თვალსაზრისით.

იდეებს შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური, რომლის შემადგენლობაში შევლენ არასამთავრობო, კერძო და სახელმწიფო სექტორების, ასევე მსხვილი მედიაჰოლდინგების, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვისოლ ჯგუფის წარმომადგენლები.

ჟიურის შემადგენლობა კონფიდენციალურია.

პრიზი

გამარჯვებულები იდეის განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსებას მიიღებენ კომპანია ვისოლისგან.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ კატეგორიაში:

  • საუკეთესო იდეის ავტორი გამონაბოლქვით დაბინძურების პრობლემის მიმართულებით
  • საუკეთესო იდეის ავტორი ხმაურით დაბინძურების პრობლემის მიმართულებით


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კონკურსის მონაწილე ილიაუნელებისთვის დამატებით აწესებს ნომინაციას „ილიაუნის რჩეული“ – აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვებული პროექტის ავტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღებს 3000-ლარიან დაფინანსებას.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში ავტორიზებული ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტს, რომელიც ამა წლის პირველ მარტამდე შეავსებს ელექტრონულ სააპლიკაციო ფორმას.

სააპლიკაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2sBmz2E


იდეა, რომელსაც წარადგენთ, უნდა იყოს:

  • ინოვაციური
  • რეალისტური (ბიუჯეტისა და განხორციელების თვალსაზრისით)


კონკურსის ეტაპები და ვადები

კონკურსი ჩატარდება ოთხ ეტაპად.

პირველი ეტაპი – აპლიკაციების მიღება და მათი განხილვის საფუძველზე კონკურსანტების გამოვლენა

  • აპლიკაციების მიღების ვადა: 1-ლი თებერვალი-4 მარტი
  • აპლიკაციების განხილვა და კონკურსანტების გამოვლენის ვადა: 4-18 მარტი

მეორე ეტაპი – გასაუბრებები შერჩეულ კონკურსანტებთან და ფინალისტების გამოვლენა

პროცესს წარმართავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეაქსელერატორ Zoomout-ისა და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია Fablab Iliauni-ის თანამშრომლები.

  • ვადები: 18-31 მარტი

მესამე ეტაპი – ფინალისტების აქსელერაცია და ფინალისთვის მომზადება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეაქსელერატორი Zoomout და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია Fablab Iliauni ფინალისტებისათვის შეხვედრების სერიასა და ვორკშოპებს გამართავენ და მათ ფინალისთვის მოამზადებენ.

  • ვადები: 31 მარტი-15 აპრილი

მეოთხე ეტაპი – ფინალი და გამარჯვებულების გამოვლენა

ფინალისტები საკუთარ იდეებს პრეზენტაციის ფორმატში წარუდგენენ კონკურსის ჟიურის, რომლის შემადგენლობაც კონფიდენციალურია.

  • 26 აპრილი


დამატებითი ინფორმაციისთვის

კომპანია ვისოლი

ცხელი ხაზი: *1000


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

✉ pr@iliauni.edu.ge
☏ (+995 32) 222 00 09 (352)

ბანერები