ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟიორ-გამომძიებლების შესარჩევი კონკურსი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ახალი და კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზნით დაინერგა სტაჟირების სისტემა. სტაჟირების პროცესი დაინტერესებულ პირებს აძლევს საუკეთესო შესაძლებლობას გაიაროს ღია კონკურსი და გახდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გუნდის წევრი .ექნება გამომძიებლის უფლებამოსილება და ის ერთ წლამდე ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში.

პროგრამის მიზანია მოიზიდოს კვალიფიციური, მაღალპროფესიული და ეთიკური სტანდარტების მქონე კადრები და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას.

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარე წლის 5 ოქტომბრიდან იგეგმება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი უნდა იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული აქვს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა ან საერთო/სისხლის სამართლის მიმართულებით მოსამართლეობის/პროკურატურის/ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

დაინტერესებულ პირებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში, მაგრამ არ აქვთ ჩაბარებული ზემოთ დასახელებული ერთ-ერთი საკვალიფიკაციო გამოცდა, იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გამოცხადებულ ერთიან საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დღეიდან შეუძლიათ.

ერთიან საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: http://www.tcj.gov.ge/ka/news/542/

სტაჟირების კონკურსთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ბმულებს: https://bit.ly/3hZQc54

Facebook: https://bit.ly/2ZWLzCL

ამასთან შეგიძლიათ გაეცნოთ წარმოდგენილ პრეზენტაციას.

 2020

ბანერები