ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

კომპანია „ქარდის“ გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

კომპანია „ქარდი“ აცხადებს გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას.

აღწერილობა

ილიაუნის სტუდენტის სტარტაპი „ქარდი“ ქართულ ბაზარზე ივნისის დასაწყისში გამოჩნდა. „ქარდი“, ფასდაკლების ბარათი ავტო-მოტოს მფლობელებისათვის, აერთიანებს 15 მიმართულების 150 კომპანიის ფასდაკლებას. ეს რიცხვი კი ყოველდღე მზარდია. კომპანია მზად არის, დაასაქმოს გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე 300 სტუდენტი მათზე მორგებული გრაფიკითა და კონკურენტული ანაზღაურებით.

მოვალეობები

  • მომხმარებელთან კომუნიკაცია და კომპანიის პროდუქციის შეთავაზება;
  • პროდუქტის ზედმიწევნით შესწავლა;
  • მოლაპარაკებების წარმართვა;
  • ორგანიზაციის/გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა.

მოთხოვნები

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (აუცილებელი არ არის, თუმცა უპირატესობად ჩაითვლება);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პირობები

  • სამუშაო გრაფიკი მორგებულია დასაქმებულზე
  • ანაზღაურება გამომუშავებით

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: mmamatsashvilin@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია: https://cardiscount.ge/ 

წარმატებას გისურვებთ.

ბანერები