ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

ტრენინგი ტუტორების სკოლის მონაწილეთათვის

ახალი ამბები

13-14 ოქტომბერს წყნეთში, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული თბილისის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს გაეროს ასოციაციის დაფინანსებით „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში ჩატარდება ტრენინგები ტუტორების სკოლის მონაწილეთათვის. ტრენინგი გაიმართება შემდეგ თემებზე: მრავალფეროვნების მართვა, მოხალისეობის არსი, სტერეოტიპები, გუნდური მუშაობა, მცირე პროექტების წერა და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების შესახებ.

ტრენინგს გაუძღვებიან „პარტნიორები-საქართველოს" ტრენერები.

ახალგაზრდული ცენტრი იწყებს 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ტუტორიუმის პროგრამის მონაწილეთა შერჩევას.

შერჩევის სავალდებულო ეტაპები:

  • აპლიკაციის შევსება, მათ შორის სამოტივაციო წერილის ჩათვლით
  • გასაუბრება

ტუტორების სკოლის კურსდამთავრებულთათვის აუცილებელი პირობაა შემდგომში ტუტორიუმის პროგრამაში ჩართვა.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://goo.gl/FFkFQJ

 

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი, 17:00 საათი.

ტუტორიუმი არის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არაფორმალური განათლების პროგრამა, რომლის ფარგლებში მაღალკურსელი სტუდენტები, ტუტორები, ერთი სემესტრის მანძილზე ეხმარებიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის არაქართულენოვან სტუდენტებს, აკადემიურ, საუნივერსიტეტო თუ სამოქალაქო სივრცეში ორიენტაციასა და სხვადასხვა პრაქტიკული დავალების მომზადებაში. ტუტორობა ეს არის მეგობრობაზე, ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობაზე აგებული ურთიერთობა, რომლის დროსაც ხდება სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლების დაახლოება, ერთმანეთის კულტურის გაცნობა და ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

ტუტორიუმის მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და ტოლერანტული გარემოს გაძლიერება ახალგაზრდებში.

ბანერები