ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების განაცხადების მიღება დაიწყო

ახალი ამბები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში  სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადები ონლაინრეჟიმში მიიღება 2020 წლის 7 სექტემბრის 09:00 საათიდან - 28 სექტემბრის 18:00 საათამდე http://socreg.mes.gov.ge/ პორტალზე რეგისტრაციით.
ელექტრონული რეგისტრაციის პორტალზე გადასვლა შესაძლებელია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდიდან.

პროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული - მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე სკოლის კურსდამთავრებულების, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების, აზერბაიჯანულენოვანი/სომხურენოვანი სკოლის კურსდამთავრებულების, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის კურსდამთავრებულების, ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა და მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანების ან მათი შვილების, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის, აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირების და სოციალურად დაუცველი (ოჯახის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70000-ზე) სტუდენტების - დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო გრანტით.

სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა ყოველწლიურად განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.

2020 წლის 27 აგვისტოს No534 დადგენილებით განისაზღვრა ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე".

იხილეთ დადგენილება თანდართულ ფაილად.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები