ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარმატებული პირველკურსელები სტიპენდიებით დააჯილდოვა

ახალი ამბები

4 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ სტუდენტურ სივრცეში წარმატებული პირველკურსელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

უნივერსიტეტის რექტორმა, ფაკულტეტების დეკანებმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებული პირველკურსელები სტიპენდიებითა და პრიზებით დააჯილდოვეს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტმა აბასთუმნის შემეცნებითი ბანაკის საგზურით დააჯილდოვა 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ყველაზე მაღალი ქულების მქონე 100 პირველკურსელი.

1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით უნივერსიტეტმა დააჯილდოვა:

  • ლუკა ღამბაშიძე – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ყველაზე მაღალქულიანი პირველკურსელი.
  • ნანა ჯაშაშვილი – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით სამართლის სკოლის ყველაზე მაღალქულიანი პირველკურსელი;
  • ანი შუშანაშვილი – სამართლის სკოლის სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებული;
  • ანი მაზანიშვილი – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ბიზნესის სკოლის ყველაზე მაღალქულიანი პირველკურსელი;
  • ირაკლი ჩხაბერიძე – ბიზნესის სკოლის პირველკურსელი, რომელმაც გაიმარჯვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბიზნესგამოცემა „ფორბსის“ ბიზნესიდეების სასტიპენდიო კონკურსში;
  • ივანე კალატოზიშვილი – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ყველაზე მაღალქულიანი პირველკურსელი.

650-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით უნივერსიტეტმა დააჯილდოვა:

  • მედეა ცქიტიშვილი – ბიზნესის სკოლის პირველკურსელი, რომელმაც გაიმარჯვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბიზნესგამოცემა „ფორბსის“  ბიზნესიდეების სასტიპენდიო კონკურსში;
  • საბა ჩხიტუნიძე – ბიზნესის სკოლის პირველკურსელი, რომელმაც გაიმარჯვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბიზნესგამოცემა „ფორბსის“ ბიზნესიდეების სასტიპენდიო კონკურსში;

2000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით ერთობლივი STEM სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ბაზისბანკმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამების 15 წარმატებული პირველკურსელი დააჯილდოვა:

  • იოსებ გეჯაძე
  • თენგიზ აბრამიშვილი
  • გელა სამსონიძე
  • თენგიზ პატარაია
  • ქრისტინე ტაბიძე
  • ლანა ფანცქალაშვილი
  • გიორგი ყარეგიშვილი
  • ანა ცხომელიძე
  • ბახვა დავლაშერიძე
  • ზურა ჯელაძე
  • ნიკო ჭანტურია
  • ლევან თავდგირიძე
  • თორნიკე ღამბაშიძე
  • მარიამ გიგაური
  • აკაკი ჯავახიშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმატებებს უსურვებს პირველკურსელებს.

ბანერები