ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ფუტსალის სტუდენტურმა გუნდმა ჩემპიონატი მოგებით დაიწყო

ახალი ამბები

5 ნოემბერს სპორტკომპლექსში „არენა-2“ სტარტი აიღო საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასის გათამაშებამ ფუტსალში. ილიაუნი, რომელიც B ჯგუფში ასპარეზობს, სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა და მარტივად, ანგარიშით 6:0 იმარჯვა. ჩვენი გუნდის რიგებიდან დუბლის გაფორმება გურამ ნადარეიშვილმა შეძლო, ხოლო თითო-თითო გოლის გატანა დავით თაბაგარმა, გიორგი კურტანიძემ, გივი გამყრელიძემ და საბა მაჩიტიძემ მოახერხეს.

შეგახსენებთ, რომ B ჯგუფში ასევე ასპარეზობენ ბათუმის საზღვაო აკადემიისა და თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდები. მერვედფინალურ ეტაპზე გადასასვლელად ილიაუნელებს დარჩენილი ორი შეხვედრიდან მინიმუმ ერთის მოგება დასჭირდებათ.

ბანერები