ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

CENN – მწვანე ბანაკის მენტორების შესარჩევი კონკურსი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

CENN აცხადებს კონკურსს საზაფხულო მწვანე ბანაკებში მენტორების შესარჩევად. 

მწვანე ბანაკის მენტორები პასუხისმგებლები იქნებიან ბანაკის პროგრამის დაგეგმვაზე, ჩატარებასა და შეფასებაზე.

კონკურსი ღიაა 18-29 წლის დაინტერესებული ყველა პირისათვის, თუმცა შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭებათ CENN-ის წარმატებულ კურსდამთავრებულებსა და შესაბამისი გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

მწვანე ბანაკის მენტორის პასუხისმგებლობები:

  • ბანაკის პროგრამის შედგენაში აქტიური მონაწილეობა CENN-ის მწვანე ბანაკის საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად;
  • თემატური სესიებისა და აქტივობების წარმართვა;
  • ბანაკის მონაწილეების სრული ზედამხედველობა და მათთვის უსაფრთხო, ინკლუზიური გარემოს შექმნა;
  • მწვანე ბანაკის მონიტორინგისა და შეფასების პროტოკოლის მიხედვით ფოკუსჯგუფების შექმნა და მონაწილეთა უკუკავშირის მიღება;
  • თითოეული დღის ბოლოს ბანაკის ხელმძღვანელთან ანგარიშგება.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • სკოლის ატესტატი/დიპლომი;
  • პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარი;
  • სასურველია ბანაკში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ენის მინ. B2 დონეზე ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია:

  • შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება შეთანხმება მათი ბანაკის ნაკადებში განაწილებასთან დაკავშირებით;
  • ანაზღაურების შესახებ შეთანხმება მოხდება სამუშაო გრაფიკის, ნაკადებში განაწილებასა და აპლიკანტის გამოცდილების გათვალისწინებით;
  • მწვანე ბანაკები ჩატარდება ბულაჩაურის მწვანე ცენტრში;
  • მწვანე ბანაკები დაიწყება 20 ივლისს და გაგრძელდება 17 სექტემბრის ჩათვლით. შერჩეული პირი მონაწილეობას მიიღებს მინიმუმ 2 ნაკადში;
  • შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან გასაუბრების დასანიშნად;
  • ყველა შერჩეული კანდიდატი აუცილებელია, 13-16 ივლისს დაესწროს მწვანე ბანაკის მენტორების საორიენტაციო ტრენინგს, რომელიც ბულაჩაურის მწვანე ცენტრში გაიმართება.

დაინტრესებულმა კანდიდატებმა 5 ივლისის ჩათვლით გაგზავნეთ რეზიუმე/CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: giorgi.orkodashvili@cenn.org 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ „ბანაკის მენტორი“. ელფოსტის ტექსტში გთხოვთ მიუთითოთ 20 ივლისიდან 17 სექტემბრის განმავლობაში რა პერიოდის დათმობას შეძლებთ მწვანე ბანაკისათვის.


ბანერები