ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

3x3 –კალათბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული Buckets გახდა

ახალი ამბები

3 ნოემბერს სპორტკომპლექსში „არენა-1“ გაიმართა ილიაუნის შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი 3x3-ზე კალათბურთში.

შეჯიბრებაში მონაწილეობა 12-მა გუნდმა მიიღო. დაძაბული მატჩების შემდეგ ფინალში ერთმანეთს ილიაუნის ნაკრების მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდნენ – Genida Internationals (ანდრეას როესტ ელეგაარდი, ამაეჩი ჩიგოზი ოკონკვო, სანდრო ბერულავა) და Buckets (გიორგი თოდრია, გიორგი ზედგენიძე, გიორგი თამარაშვილი). მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ Buckets-ის გამარჯვებით – ანგარიშით 12:11 დასრულდა.

მესამე ადგილი წილად ხვდა The Three Musketeers-ს, რომელმაც სტეფბექი მარტივად, ანგარიშით 18:6 დაამარცხა.

გთავაზობთ ფინალური ეტაპების შედეგებს:

მეოთხედფინალები:

შავი მოსასხამი 5:6 სტეფბექი
Buckets 19:7 Harden Step-Back
The Three Musketeers 13:10 San Diego
Genida Internationals 17:11 Strength in Numbers

ნახევარფინალები:

სტეფბექი 8:15 Buckets
The Three Musketeers 6:9 Genida Internationals

მატჩი III ადგილისათვის

The Three Musketeers 18:6 სტეფბექი

ფინალი

Buckets 12:11 Genida Internationals

ბანერები