ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შიდა მობილობა

შიდა მობილობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სტუდენტთა შიდა მობილობას ფაკულტეტიდან/სკოლიდან ფაკულტეტზე/სკოლაში ან ცალკე მიღების მქონე პროგრამიდან საერთო მიღების მქონე პროგრამაზე.

შიდა მობილობის გადასვლის შესახებ სტუდენტთა მიერ განცხადებების დაწერის ბოლო ვადაა 2017 წლის 28 ივლისის ჩათვლით.

შიდა მობილობის შესახებ განცხადებების განხილვისა და მათ დასკვნებზე სტუდენტთა ხელმოწერის ბოლო ვადაა 2017 წლის 5 სექტემბერი.

შენიშვნა: ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროგრამებზე შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველს ერთიანი ეროვნულ გამოცდებში მეოთხე გამოცდად ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საგანი:

  • მათემატიკა
  • გეოგრაფია
  • ფიზიკა
  • ქიმია
  • ბიოლოგია

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ საგანში/საგნებში გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან.

იხ. ბრძანება

საკონტაქტო ინფორმაცია:

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი
➳ თბილისი, ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5 
☏  (+995 32) 222 00 09 (139)
✉  sciences_engineering@iliauni.edu.ge

მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი
➳ ილია ჭავჭავაძის გამზირი 32, ოთახი  N A204

☏ (+995 32) 222 00 09 (200)
✉ arts_sciences@iliauni.edu.ge

ბიზნესის სკოლა
➳ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5;
ოთახი: E302 E 305, E303, E405, E403
☏ (+995 32) 222 00 09 (180)
✉ business@iliauni.edu.ge

სამართლის სკოლა
➳ ჭავჭავაძის გამზ. 32. A კორპუსი,
ოთახი 401; B კორპუსი, ოთახი 201;
☏ (+995 32) 222 00 09 (301)
lawfaculty@iliauni.edu.ge

ბანერები