ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საგრანტო კონკურსისთვის მოსამზადებელი უფასო კურსი

საგრანტო კონკურსისათვის მოსამზადებელი უფასო ინტენსიური კურსი ილიაუნის სტუდენტებისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი და ილიაუნის მოსამზადებელი ცენტრი სასწავლო გრანტის გაუმჯობესების მსურველ სტუდენტებს სთავაზობენ საგრანტო კონკურსისათვის მოსამზადებელ უფასო ინტენსიურ კურსს.

სასწავლო გრანტის გაუმჯობესების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 30 მარტის 18:00 საათის ჩათვლით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, რეგისტრაციის საფასურია 10 ლარი.

კურსის აღწერა

საგრანტო კონკურსისათვის მოსამზადებელი კურსი ფარავს გამოცდით გათვალისწინებულ ყველა კომპეტენციას და შედგება 1 სესიისგან, რომლის ხანგრძლივობაც 3 საათია.

  • მოდული 1 საგამოცდო ფორმატი

სტუდენტები გაეცნობიან საგრანტო კონკურსის საგამოცდო ფორმატს და გამოცდასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ საკითხებს, მათ შორის, გამოცდების ნახევრად ელექტრონული ფორმატით ჩაბარების წესებს.

  • მოდული 2 წაკითხულის გააზრება

სტუდენტები განსაკუთრებული სირთულის ტექსტების მაგალითზე გაეცნობიან ტექსტის სწრაფად და ეფექტურად დამუშავების სტრატეგიებს და კითხვებზე სწორი პასუხების მიგნების საშუალებებს.

  • მოდული 3 – ლოგიკური მსჯელობა

ტრენინგის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან ამოცანების ამოხსნის სხვადასხვა ხერხს და ათვისებული მასალის გამოყენებით თვითონაც ამოხსნიან საგამოცდო ამოცანებს.

  • მოდული 4 – რაოდენობრივი მსჯელობა

სტუდენტები გაიხსენებენ მათემატიკის საბაზისო მინიმუმს, რაც გათვალისწინებულია საგამოცდო ტესტებში და ათვისებული მასალის გამოყენებით ამოხსნიან მსგავს ამოცანებს.

მონაწილეობის პირობები

კურსი განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისათვის, რომელთაც სურთ სასწავლო გრანტის გაუმჯობესება. მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: http://bit.ly/registrationisu

მეცადინეობები ჩატარდება კვირაობით, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

  • სესია 1 – 27 მაისი, 12:00 საათი
  • სესია 2 – 3 ივნისი, 12:00 საათი
  • სესია 3 – 10 ივნისი, 12:00 საათი

კურსს გაუძღვება მარი დგებუაძე – ილიაუნის მოსამზადებელი ცენტრის ტრენერი მრავალწლიანი გამოცდილებით. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის კითხულობს სალექციო კურსებს ლოგიკაში, კვლევის მეთოდებში, უმაღლეს მათემატიკასა და აკადემიურ წერაში. ავტორია კურსებია GRE, GMAT და SAT.

საკონტაქტო ინფორმაცია

student.affairs@iliauni.edu.ge
032 2 22 00 09 (270)
Facebook.com/iliaunistudentaffairs

ბანერები