ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პირველკურსელთა რეგისტრაცია

პირველკურსელთა რეგისტრაცია

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე აბიტურიენტების რეგისტრაცია იწარმოებს 2017 წლის 1-ლი სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით  შემდეგ მისამართებზე:

  • ბიზნესის სკოლა –  ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ოთახი E207, ყოველდღე, შაბათ- კვირის გარდა,10:00 საათიდან 18:00 საათამდე
  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი –  ჭავჭავაძის გამზირი №32, ოთახი A306, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა,10:00 საათიდან 18:00 საათამდე
  • სამართლის სკოლა –  ჭავჭავაძის გამზირი №32, ოთახი A409 ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი –  მ.თამარაშვილის ქ .N4, ოთახი H- 102 ( H კორპუსთან შემოსასვლელი ჩოლოყაშვილის გამზ., 3/5 ეზოდან ) ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის –  ატესტატის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში –  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის).
  •  1 ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელ.ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).

ბრძანება სრულად იხ. აქ.

ბანერები