ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მობილობა ილიაუნიში

მობილობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის

მობილობის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა აკრედიტებული უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, გადმოვიდნენ და სწავლა გააგრძელონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

თუ გსურს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლა:

მობილობის მსურველად დარეგისტრირება შესაძლებელია წელიწადში ორჯერ. მობილობის პროცესი ხორციელდება შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში,  კონკრეტულ ვადებს ადგენს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს მიღება 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის საბაკალავრო პროგრამებზე. სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისა ვადაა 2018 წლის 18 იანვრის 12:00 საათიდან 01 თებერვლის 18:00 სთ-მდე; 

მას შემდეგ, რაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან მოიპოვებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის უფლებას, უნდა გაიაროთ შიდასაუნივერსიტეტო რეგისტრაცია

2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის შედეგები ცნობილი იქნება 6 თებერვალს.

ბანერები