ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მობილობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის

მობილობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის

ახალი ამბები

სტუდენტებმა, რომლებმაც მოიპოვეს მობილობის წესით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის, რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2017 წლის 23 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით, 10:00-იდან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:

  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი – მის.: ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A306
  • ბიზნესის სკოლა – მის.: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ოთახი E303
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი – მის.: მ. თამარაშვილის ქ. N4, ოთახი H102 (H კორპუსთან შემოსასვლელი ქ.ჩოლოყაშვილის გამზ., 3/5, ეზოდან);
  • სამართლის სკოლა – მის.: ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A404;

შიდასაუნივერსიტეტო რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი:

რეგისტრაციისთვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის რექტორს (განცხადება ივსება ადგილზე). განცხადებაში მითითებული უნდა იყოს იმ ფაკულტეტის/სკოლის დასახელება, რომელზეც სტუდენტმა მოიპოვა მობილობის წესით ჩარიცხვის უფლება და იმ საბაკალავრო პროგრამის სახელწოდება, რომელზეც სურს ჩარიცხვა.

განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები:

  • ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
  • ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 2017 წლის 15 აგვისტოს შემდეგ (სტუდენტის სტატუსის, სასწავლო პროგრამის დასახელების, და მის მიმართ გამოცემული სამართლებრივი აქტების მითითებით);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
  • 2 ცალი ფოტოსურათი 3X4 და ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
  • გრანტის არსებობის შემთხვევაში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წერილი, რომელშიც მითითებული იქნება გრანტისა და სწავლის საფასურის ოდენობის შესახებ ინფორმაცია.

შენიშვნა:  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ბეჭდით.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროგრამებზე გარე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა პირებმა, გარდა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისა, ცენტრიდან დამატებით უნდა წარმოადგინონ ცნობა, რომ  ერთიან ეროვნულ გამოცდებში მეოთხე გამოცდად ჩაბარებული აქვთ ქვემოთ  ჩამოთვლილ საგნებიდან ერთ-ერთი:

  • მათემატიკა;
  • გეოგრაფია;
  • ფიზიკა;
  • ქიმია;
  • ბიოლოგია.

სტუდენტებს, რომელთაც მოიპოვეს მობილობის წესით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო  პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება  2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის,  საბუთების სრულად წარმოდგენის შემთხვევაში ხელშეკრულება გაუფორმდებათ  2017 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით.

ბრძანება: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მობილობის წესით საბაკალავრო  პროგრამებზე  ჩარიცხვის მსურველ პირთათვის განაცხადის შემოტანის ვადების განსაზღვრის შესახებ

ბანერები