ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროექტი: ADS GEORGIA

პროექტი: ADS Georgia

ახალი ამბები

27 ნოემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ილიაუნის სტუდენტებისთვის განახორციელებს პროექტს "ADS GEORGIA".

პროექტი სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე მოთამაშე ძირითადი კრეატიული სააგენტოები და გაიგონ, ვინ დგანან მათთვის ცნობილი სარეკლამო აქტივობების უკან.

პროექტის ფარგლებში 5 კვირის განმავლობაში მოეწყობა საქართველოს წამყვანი კრეატიული სააგენტოების კვირეული. თითოეულ სააგენტოს დაეთმობა ერთი კვირა, რომლის დროსაც გაიმართება ორი შეხვედრა:

  • პირველ შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები გამოცდილებას გაუზიარებენ სტუდენტებს და ისაუბრებენ მათ მიერ განხორციელებულ საკომუნიკაციო კამპანიებზე;
  • მეორე შეხვედრა მიეძღვნება თავისუფალ თემას – განიხილება სარეკლამო ბაზარზე წარმატების მიღწევის მნიშვნელოვანი ასპექტები.

პროექტის მიზანია:

▶ სტუდენტებისათვის ქართული სარეკლამო ინდუსტრიის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი ინტერესის გაღვივება ამ მიმართულებით.

▶ სარეკლამო ინდუსტრიით დაინტერესებულ სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარონ ისეთმა წარმატებულმა, კრეატიულმა სააგენტოებმა, როგორებიცაა:

რატომ? 

ეს პროექტი მოგცემთ შესაძლებლობას:

✅ გაიცნოთ ის კრეატიული სააგენტოები, რომლებიც საქართველო სარეკლამო ბაზარზე ოპერირებენ;
✅ გაიგოთ, ვინ დგანან თქვენთვის ცნობილი სარეკლამო აქტივობების უკან;
✅ მიიღოთ ინფორმაცია, ვინ და როგორ მუშაობს საკომუნიკაციო/სარეკლამო მიმართულებით;
✅ გააანალიზოთ სარეკლამო ბაზარზე წარმატების მიღწევის მნიშვნელოვანი ასპექტები;

ვის შეუძლია მონაწილეობა?

მონაწილეობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი მიმართულებისა და საფეხურის სტუდენტს.

როგორ?

შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/L9Zcy2

როდის?

პროექტი "ADS Georgia" განხორციელდება 5 კვირის განმავლობაში:

Holmes&Watson-ის კვირეული [27 ნოემბერი-3 დეკემბერი]

  • 28 ნოემბერი, 16:30-19:00 საათი, E405 (ფორბსის) აუდიტორია
    • მომხსენებელი: კოტე ჩატიდი, HOLMES&WATSON-ის აღმასრულებელი დირექტორი (CEO)
  • 30 ნოემბერი, 16:30-19:00 საათი, E405 (ფორბსის) აუდიტორია
    • რეზი ნიჟარაძე, HOLMES&WATSON Deputy CEO

Redberry-ის კვირეული [4-10 დეკემბერი]

  • 5 დეკემბერი, 16:30-19:00 საათი, E405 (ფორბსის) აუდიტორია
  • 7 დეკემბერი, 16:30-19:00 საათი, E405 (ფორბსის) აუდიტორია

Leavingstone-ის კვირეული [11-17 დეკემბერი]

  • 12 დეკემბერი, 16:30-19:00 საათი, E405 (ფორბსის) აუდიტორია
  • 14 დეკემბერი, 16:30-19:00 საათი, E405 (ფორბსის) აუდიტორია

JWT Metro-ს კვირეული [18-24 დეკემბერი]

  • 19 დეკემბერი,16:30-19:00 საათი, E405 (ფორბსის) აუდიტორია
  • 21 დეკემბერი, 16:30-19:00 საათი, E405 (ფორბსის) აუდიტორია

Windfor’s-ის კვირეული [8-14 იანვარი]

  • 9 იანვარი, 16:30-19:00 საათი, E405 (ფორბსის) აუდიტორია
  • 11 იანვარი, 16:30-19:00 საათი, E405 (ფორბსის) აუდიტორია

საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge
032 2 22 00 09 (270)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები