ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის ფორბსის კლუბი

ილიაუნის ფორბსის კლუბი

ახალი ამბები

ილიაუნის ფორბსის კლუბი 2016 წელს შეიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომპანია Forbes Media Partners-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.

კლუბი ორგანიზებას გაუწევს საინტერესო შეხვედრებს, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ ბიზნესსფეროში მოღვაწე წარმატებულ ადამიანებს, რომლებიც მათ საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ, მისცემენ რჩევებს და უპასუხებენ მათთვის საინტერესო კითხვებს.

როგორ გავხდე ილიაუნის ფორბსის კლუბის წევრი?

იმისთვის, რომ გახდეთ ილიაუნის ფორბსის კლუბის წევრი, შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 30 ნოემბრისა. ჩვენ დაგიკავშირდებით, პირველ შეხვედრაზე კი გადმოგცემთ ილიაუნის ფორბსის კლუბის მუდმივი წევრობის დამადასტურებელ სახელობით ბარათს.

ვის შეუძლია გახდეს ილიაუნის ფორბსის კლუბის წევრი?

ილიაუნის ფორბსის კლუბის წევრობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც დაინტერესებულია მსგავსი თემატიკის შეხვედრებზე დასწრებით. კლუბის წევრობისთვის არ არის სავალდებულო იყოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.

სად და როდის ჩატარდება ილიაუნის ფორბსის კლუბის შეხვედრები?

ილიაუნის ფორბსის კლუბის შეხვედრები 2 დეკემბრიდან ჩატარდება ორ კვირაში ერთხელ, პარასკევობით, 19:00 საათზე, ილიაუნის ფორბსის აუდიტორიაში (E 405 აუდიტორია).

რატომ უნდა შევავსო სარეგისტრაციო ფორმა ილიაუნის ფორბსის კლუბის წევრობისთვის?

  • ფორბსის კლუბის ის წევრები, რომლებიც 2016-2017 წლის ფარგლებში ილიაუნის ფორბსის კლუბის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების 70%-ს დაესწრებიან (თითოეული შეხვედრის დროს მოხდება დამსწრეთა რეგისტრაცია), დაჯილდოვდებიან „ფორბსისა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატით;
  • ყველაზე აქტიურ წევრებს (ჩართულობა ლექციის მსვლელობისას; დისკუსია) წლის ბოლოს შევთავაზებთ სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს Forbes Georgia-ში;
  • კლუბის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე (გეგმიური, გასვლითი და სხვ.) ინფორმაციას გავუგზავნით პირად შეტყობინებად.
  • შევთავაზებთ სხვადასხვა საინტერესო პროექტში ჩართვისა და მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას.

შემიძლია თუ არა რეგისტრაციის გარეშე დავესწრო ილიაუნის ფორბსის კლუბში დაგეგმილ ღონისძიებებს?

დიახ, შესაძლებელია, მაგრამ:

  • თქვენ არ გექნებათ ილიაუნის ფორბსის კლუბის წევრის სტატუსი;
  • სტატუსის გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებთ თქვენი აქტიურობის დონის განსაზღვრას და იმ ბენეფიტების სისტემაში თქვენს ჩართვას, რომელსაც ვქმნით ილიაუნის ფორბსის კლუბის წევრებისთვის;
  • შეხვედრებზე დასწრებისას, მაღალი ინტერესის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ ილიაუნის ფორბსის კლუბის მუდმივ წევრებს.

ილიაუნის ფორბსის კლუბში უკვე ჩატარდა რამდენიმე საინტერესო შეხვედრა. კერძოდ, 2016 წლის გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, საჯარო ლექციები გამართეს:

 

ბანერები