ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის დებატების კლუბი

ილიაუნის დებატების კლუბი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა დებატების კლუბი.

ილიაუნის დებატების კლუბის წევრების შერჩევა ხდება წელიწადში ერთხელ, კონკურსის წესით. კლუბის წევრებისთვის მთელი წლის განმავლობაში, კვირაში ერთხელ, ორსაათიან ტრენინგებს ჩაატარებენ „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მაღალკვალიფიციური ტრენერ-კონსულტანტები. დებატების კლუბის სრული პროგრამა იხილეთ აქ.

კლუბის წევრები მონაწილეობას მიიღებენ საჯარო დებატებში, ტურნირებში, დისკუსიებში; დაესწრებიან შეხვედრებს ექსპერტებთან; მიიღებენ დებატების მსაჯობის გამოცდილებას და ჩაერთვებიან სკოლის მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში.

კურსის გავლის შემდეგ, კლუბის წევრებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

ილიაუნის დებატების კლუბის პარტნიორია „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“.

კლუბის მიზანი:

ილიაუნის სტუდენტების მრავალმხრივი განათლების ხელშეწყობა და საზოგადოებრივ საქმიანობაში მათი აქტიური ჩართულობა.

კლუბის ფუნქციები და მოვალეობები:

  • ილიაუნის სტუდენტებს შორის ყოველწლიურად, კონკურსის წესით, დებატების კლუბის მუდმივი 25 წევრის შერჩევა;
  • მათთან ყოველკვირეული, 2-საათიანი შეხვედრა პროფესიონალი ტრენერ-კონსულტანტების მონაწილეობით;
  • უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით, სასწავლო წლის განმავლობაში 4-ჯერ საჯარო დებატების გამართვა აქტუალურ თემატიკაზე;
  • კლუბის მუდმივი წევრების ჩართვა დებატების საუნივერსიტეტო და რესპუბლიკურ ტურნირებში;
  • ექსპერტებთან შეხვედრებისა და დისკუსიების გამართვა აქტუალურ თემებზე;
  • დებატების კლუბის აქტიური წევრების ჩართვა „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიმდინარე პროექტებში, კერძოდ, სკოლის მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში;
  • კლუბის გამოცდილი, აქტიური წევრების მსაჯის ფუნქციით ჩართვა დებატებში;
  • დებატების კლუბის წევრებისთვის სასერტიფიკატო გამოცდების ჩატარება და მათი სერტიფიცირება;
  • გასვლითი სკოლების ორგანიზება;
  • დებატების შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატის ორგანიზება.

კონკურსის წესით შერჩეული კლუბის მუდმივი წევრები გაივლიან დებატების კლუბის სრულ პროგრამას და მიიღებენ სერტიფიკატს.

კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები:

  • საკმარისია, იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის (ნებისმიერი პროგრამის) სტუდენტი;
  • შეავსო ელექტრონული აპლიკაცია არაუგვიანეს 2018 წლის 23 მარტისა.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

https://goo.gl/EMesLo

იმისათვის, რომ წარმატებით გაიაროთ კონკურსი და გახდეთ დებატების კლუბის წევრი, გვეწვიეთ ილიაუნის დებატების კლუბის საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება

  • 201წლის 20 მარტს, 15:00 საათზე, A 101 აუდიტორიაში
  • 2018 წლის 21 მარტს,  15:00 საათზე, A 101 აუდიტორიაში

საკონტაქტო პირისოფო ვეფხვაძე

ტელ.: 599 733 306

ელფოსტაgedebate@gmail.com

ბანერები