ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ მეწარმეთა ცენტრი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ მეწარმეთა ცენტრი

ტემპუსის (EANET - Entrepreneur Alumni Network) ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს პროექტი, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით ჩართულია 15 უნივერსიტეტი ხუთი ქვეყნიდან (გერმანია, ჰოლანდია, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო).პროგრამა ითვალისწინებს წარმოდგენილი უნივერსიტეტების - მათ შორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის - კურსდამთავრებულ მეწარმეთა ცენტრის შექმნას. მისი წევრობა საშუალებას მოგცემთ, გააფართოოთ თქვენი ბიზნესი და დაამყაროთ ახალი ურთიერთობები თქვენს კოლეგებთან სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე - გაიტანოთ თქვენი პროდუქტი ახალ ბაზრებზე.

ცენტრის წევრობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ კურსდამთავრებულს, რომელსაც აქვს კერძო ბიზნესი და ეწევა სამეწარმეო საქმიანობას.

გაეცანით კურსდამთავრებულ მეწარმეთა ცენტრის დებულებას და, დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერეთ თქვენი საქმიანობის შესახებ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: IEAC@iliauni.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://tempuseanet.info/

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები