ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლე

wordpress დეველოპმენტი - ლექტორები

ნუკრი ტუსიშვილი

ნუკრიმ 2015 წელს ჩააბარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე მენეჯმენტის განხრით.

სხვადასხვა დროს გავლილი აქვს ციფრული პროექტების მართვის, ui/ux, სხვადასხვა პროგრამული ენისა და კიბერუსაფრთხოების ტრენინგები.

მიღებული 2 ჰაკათონში, ილიაუნის მეწარმეობის კვირეულის ერთ-ერთი გამარჯვებულია 2017წელს.

2018 წელს ჯეოლაბში წარმატებით გაიარა Front-End დეველოპმენტის მოკლე საბაზისო 2 თვიანი და შემდეგ პროფესიული 4 თვიანი Java Script კურსი.

2018 წლიდან მუშაობს Owl Group -ში Front-end, Wordpress დეველოპერის და ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე. აქტიურად არის ჩართული Geolab-ის შიდა და გარე პროექტებში.

2018 წელს ჩართული იყო ტექნოპარკისა და ჯეოლაბის პარტნიორობით ჩატარებულ რეგიონების სწავლების პროგრამაში Front-end development ის ლექტორად.

2019 წლიდან  ერთ-ერთი თანაორგანიზატორის და წამყვანი ტრენერის პოზიციას იკავებს UN Women -ის, ჯეოლაბისა და ინოვაციური განათლების ფონდის პროექტში - "ვებდეველოპმენტისა და სოც. მედიის კურსი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის". დამატებით პროექტში ჩართულია სტაჟირების ხელმძღვანელად ვორდპრესის მიმართულებით.

თავისუფალ დროს დაკავებულია ფრილანს Wordpress და Front-end პროექტებით. 


ნინო თევდორაშვილი

უმაღლესი განათლება აქვს მიღებული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკის და მართვის სისტემების მიმართულებით.
ასევე, GeoLab-ში საბაზისო და პროფესიული კურსი გრაფიკული დიზაინის მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება:

  • 2016 წლიდან IT Academy Step-ში გრაფიკული დიზაინის ლექტორად.
  • 2016 წლიდან გრაფიკულ დიზაინერად სარეკლამო კომპანია DDB Georgia (Betterfly)
  • 2017 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) და GeoLab-ში ლექტორად.
  • 2018 წლიდან GeoLab-ში გრაფიკული დიზაინის სტაჟიორების ართ დირექტორად.
  • 2019 წლიდან ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ლექტორად.



ბანერები