ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კოორდინატორის ვაკანსია

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კოორდინატორის ვაკანსიას 

ძირითადი სამუშაო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;

  • ინგლისური ენის ცოდნა;

  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები.

ძირითადი მოვალეობები:

  • საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ყოველდღიურ საქმიანობაში დეკანის ასისტირება;

  • სკოლის განვითარებასა და მართვის პროცესში მონაწილეობა შესაბამისი სკოლისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის საფუძველზე;

  • სასწავლო პროცესების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის მართვაში აქტიური ჩართულობა დეკანსა და შესაბამის სამსახურთან ერთად;

  • პროფესორების, ლექტორების, მკვლევრების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

  • Სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალთან აქტიური ურთიერთობა;

  • აკადემიური პროცესების ორგანიზებაში ჩართულობა;

  • მონაცემთა ბაზების მართვა და ორგანიზება.

პიროვნული თვისებები:

  • მართვისა და ორგანიზების უნარი;

  • კომუნიკაბელური;

  • სწრაფად ათვისების უნარი;

  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • დროის ეფექტურად განაწილებისა და გუნდური მუშაობის უნარი;

  • კრიტიკული ანალიზის უნარი;

  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე.

საჭირო დოკუმენტაცია: СV და სამოტივაციო წერილი.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის მიხედვით, მეორე ეტაპზე ჩატარდება ტესტირება ინგლისურსა და ზოგად უნარებში, მესამე ეტაპზე – გასაუბრება. Დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 24 თებერვალი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: vacancy@Freeuni.edu.geგთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: „კოორდინატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

ბანერები