ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

სტაჟირება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“- ს საკრედიტო განყოფილებაში

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ (მიკრო ბიზნეს კაპიტალი) აცხადებს სტაჟიორების მიღებას საკრედიტო განყოფილებაში.

სტაჟირების პერიოდი: ექვსი თვე

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • ორგანიზაციის საკრედიტო პროდუქტებისა და პროცესების შესწავლა;
  • ორგანიზაციის საკრედიტო პროდუქტებით დაინტერესებულ პირებთან სისტემატური კომუნიკაცია და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • დაკრედიტების ექსპერტთან ერთად საკრედიტო საქმიანობის წარმართვა;
  • შედეგებზე ორიენტაცია და მიღებული დავალებების ზედმიწევნით შესრულება;
  • ახალი კლიენტების მოზიდვა და მათთვის ორგანიზაციის საკრედიტო პროდუქტების პრეზენტაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსების სფეროში (ასევე განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები);
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შრომისმოყვარე, ენერგიული და მოტივირებული

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე/CV(ფოტოსურათით) გამოაგზავნოთ  შემდეგ მისამართზე: vacancy@mbc.com.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენი კანდიდატურა არ იყოს განხილული.

ბანერები