ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკარის ვაკანსია

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აცხადებს ბიბლიოთეკარის ვაკანსიას.

საქმიანობის აღწერა

  • მკითხველის ინდივიდუალური ინფორმაციული საჭიროებებიდან გამომდინარე საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველყოფა;

  • მკითხველისთვის კეთილგანწყობილი და სამუშაო ატმოსფეროს შექმნა;
    ბიბლიოთეკის საინფორმაციო რესურსების მოძიებაში მკითხველებისთვის 

  • კონსულტაცია და დახმარება;

  • მკითხველისთვის სასურველი მასალის მოძიების ალტერნატიული გზებისა და საშუალებების შეთავაზება;

  • მკითხველისთვის სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიების ეფექტური გზებისა და საშუალებების განსაზღვრა;

  • მკითხველითვის კონსულტაციის გაწევა საერთაშორისო ელექტრონული ბაზების გამოყენებაში;

  • მკითხველისთვის საინტერესო საკითხზე ბიბლიოგრაფიული კვლევის ჩატარებაში დახმარება;

  • ბიბლიოთეკის რესურსების შესახებ ანოტაციის შედგენა;

  • ცირკულაციის წესების შესაბამისად მოქმედება;

  • ბიბლიოთეკის მიმდინარე პროექტებში მონაწილეობა.

მოთხოვნები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი

  • გუნდური მუშაობის უნარი

  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

  • მოტივირებულობა

  • ინფორმაციის დახარისხების უნარი

  • ინტერნეტში ძიების უნარი

  • პრობლემების გადაჭრის უნარი

  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

  • ქართულ ენაზე გამართული  წერითი და ზეპირი მეტყველების უნარი

  • ინგლისური ენის ცოდნა  არანაკლებ B2 დონისა.

  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  MS Word, Excel, PowerPoint, Google  სერვისები

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულ მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge გაგზავნოთ:

  • CV  ფოტო სურათით.

  • სამოტივაციო წერილი – სასურველია, არ აღემატებოდეს 1 გვერდს. 

  • უცხო ენის ცოდნის ან სხვა რაიმე აქტივობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

  • ორი რეკომენდატორი  (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

კონკურსის ჩატარების ფორმატი:

I ეტაპი – განაცხადების მიღება იწარმოებს 3 მარტის  ჩათვლით;

II ეტაპი – 5 მარტი, ტესტირება 

III ეტაპი – 6 მარტი, გასაუბრება

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: 

1. დაინტერესებულმა კანდიდატებმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტები 2020 წლის 3 მარტის  ჩათვლით უნდა გამოგზავნოთ ერთ PDF ფაილად.

2. წერილის გრაფაში „subject” აუცილებლად მიუთითეთ  „ვაკანსია – ბიბლიოთეკარი“

შენიშვნა: თუ ზემოთ ჩამოთვლილი ორი პირობიდან ერთი მაინც იქნება დარღვეული, კანდიდატი მოიხსნება კონკურსიდან !!! 

შემოსული განაცხადების გადარჩევა პირველ ეტაპზე მოხდება CV-ისა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე.

სამუშაო დატვირთვა:  სრული განაკვეთი; არასრული განაკვეთი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე: library@iliauni.edu.ge

ბანერები