ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

ვაკანსია თეატრის ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას თეატრის ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

  •  ზედამხედველობას უწევს თეატრის ტექნიკურად გამართულ ფუნქციონირებას.
  •  ხელმძღვანელობს თეატრის ტექნიკური პერსონალის მუშაობას (ხმის რეჟისორები, განათების რეჟისორები, სცენის მემანქანეები, ტექნიკური რეჟისორები, გარდერობის გამგე, რეკვიზიტორი, ადმინისტრატორი).
  • ხელმძღვანელობს წარმოდგენის დადგმისა და გამართვის მთლიან პროცესს, როგორებიცაა: 
    • ახალი სპექტაკლის პროექტის შექმნის პროცესი და ბიუჯეტირება ესკიზების მიხედვით;
    • დეკორაციის შესაქმნელად საჭირო მასალის შესყიდვების პროცესი უნივერსიტეტის შესყიდვების დეპარტამენტთან ერთად;
    • დეკორაციის შექმნის მონიტორინგი;
    • კოსტიუმების შესყიდვისა და კერვის პროცესი უნივერსიტეტის შესყიდვების დეპარტამენტსა და სპექტაკლის მხატვრებთან ერთად;
    • თეატრის ტექნიკური მზადყოფნის უზრუნველყოფა პრემიერისა და სარეპერტუარო სპექტაკლებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების, მატერიალური რესურსების მართვის ან ლოგისტიკის მიმართულებით. უპირატესობად ჩაითვლება ამ მიმართულებით თეატრალურ ან ხელოვნების სხვა სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • მინიმალური კომპიუტერული უნარ-ჩვევები

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ლიდერობა
  • კომუნიკაბელურობა 
  • ძლიერი მენეჯერული უნარ-ჩვევები
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დეტალებისადმი ორიენტირებულობა
  • სტრესულ გარემოში მუშაობა
  • კონფლიქტურ და კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტურად მოქმედებისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე 2018 წლის 29 ოქტომბრიდან 2018 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

ბანერები