ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

კონკურსი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე

ახალი ამბები

ა) 2019 წლის 30 აგვისტოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს სხდომის (ოქმი N16) გადაწყვეტილებით 2019 წლის 16 სექტემბრიდან გამოცხადდეს კონკურსი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
ბ) კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყოს 2019 წლის 19 სექტემბრის 10:00 საათიდან და გაგრძელდეს 2019 წლის 23 სექტემბრის 18:00 საათის ჩათვლით.
გ) კანდიდატმა ქვემოთ მოცემული საბუთები უნდა წარადგინოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში, მისამართზე – ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  •  საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (კანდიდატი უნდა იყოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი);
  •  სამეცნიერო ავტობიოგრაფია;
  • დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
  • სასურველია ჰქონდეს აღნიშნული სპეციფიკის მქონე სამსასახურში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.

დ) არჩევნები ჩატარდეს 2019 წლის 1-ლ ოქტომბერს.

 

ბანერები