ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლე

ტრენინგი რუსთაველი პედაგოგებისთვის – ილიაუნის სასკოლო განათლების მხარდაჭერის პროგრამა

ახალი ამბები

3 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასკოლო განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ილიაუნის განათლების სკოლის მკვლევარმა მიხეილ გიორგაძემ ქალაქ რუსთავის საშუალო სკოლების პედაგოგებისთვის გამართა ტრენინგი: „პრაქტიკის კვლევა“. 

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო ქალაქ რუსთავის 70-მა პედაგოგმა, რომელთა მოსწავლეებიც განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩევიან საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსი საქართველო • Kings Georgia-სთან ოლიმპიადებში. 

ტრენინგის დასრულების შემდეგ მიხეილ გიორგაძემ პედაგოგებისთვის ინდივიდუალური სესიები დანიშნა. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასკოლო განათლების მხარდაჭერის პროგრამის პირველი ეტაპი საგანმანათლებლო ორგანიზაცია „კინგსთან“ თანამშრომლობით თებერვლიდან აპრილის ჩათვლით განხორციელდება. ამ ეტაპზე განათლების სკოლის ტრენერები რუსთავში, ახალციხეში, ფოთში, ბათუმში, ჭიათურაში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, თელავსა და ოზურგეთში ტრენინგებს ჩაუტარებენ იმ პედაგოგებს, რომელთა მოსწავლეებიც განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩევიან კინგსის ოლიმპიადაზე. ტრენინგს პროგრამის პირველ ეტაპზე 800 პედაგოგი გაივლის. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასკოლო განათლების მხარდაჭერის პროგრამის მეორე ეტაპი სექტემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება.

აღნიშნულ ეტაპზე საქართველოში არსებულ საჯარო სკოლებს შეუძლიათ, მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსებით გამოხატონ პროგრამაში ჩართვის სურვილი.

პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა, სკოლის დირექტორმა 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით გაიაროს წინასწარი რეგისტრაცია ილიაუნის ვებგვერდზე, შეავსოს მარტივი სარეგისტრაციო ფორმის ყველა სავალდებულო ველი და ჩვენ დავუკავშირდებით.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 31 მარტი, 2018

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/14V2a4 
ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე(+995 32) 222 00 09 (352)

ბანერები