ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

სასერტიფიკატო კურსი „შესავალი ექსელში – Introduction to MS Excel“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტი გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსს „შესავალი ექსელში – Introduction to MS Excel“. ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის სერტიფიკატს.

კურსის დასახელება:

შესავალი ექსელში Introduction to Excel

ვისთვის არის ეს კურსი?

  • მათთვის, ვისაც თითქმის არასოდეს უმუშავია ექსელში და სურს მისი სწავლა;
  • მათთვის, ვინც იყენებს ექსელს საბაზისო დონეზე; 
  • მათთვის, ვინც თვითნასწავლია და სურს ცოდნის თავმოყრა;
  • ყველასთვის, ვინც აცნობიერებს, რომ ექსელი გაცილებით მეტია. ვიდრე მხოლოდ ექსელი.

მოთხოვნები:

თავიდანვე შევთანხმდეთ: შენ იცი, როგორ გამოიყენო კომპიუტერი. იცი, როგორ შექმნა ფოლდერი, ფაილი. როგორ დაბეჭდო და ამობეჭდო ტექსტი. იცი, რა არის ექსელი და ხვდები, რომ გინდა გააკეთო გაცილებით მეტი ექსელის დახმარებით. მოტივირებული ხარ, რომ კვირაში 4 საათი მოუსმინო ლექციებს და სახლში მინიმუმ ერთი საათი მაინც აუცილებლად დაუთმო განვლილი მასალის გამეორებას. 

რას გასწავლით:

  • ექსელის ინტერფეისის მორგებასა და საბაზისო ღილაკების გამოყენებას სწრაფი ნავიგაციისთვის. „დაუმეგობრდებით“ F2, F4 და F9 ღილაკებს;

  • მონაცემების შეყვანას ექსელის უჯრაში და საბაზისო ფუნქციების დაწერას. გაიგებთ, რა არის ფარდობითი და აბსოლუტური მისამართი და ექსელის IF ფუნქცია თქვენი განუყრელი მეგობარი გახდება;

  • ისწავლით Vlookup, Hlookup და Index/Match ფუნქციების გამოყენებას და სადაც ეს ფუნქციები უძლურია, Offset ფუნქცია მშველელად მოგევლინებათ;

  • გაერკვევით დროისა და ტექსტურ ფუნქციებში და ექსელის უჯრაში ჩაწერილი თარიღი ან ტექსტი აღარასოდეს გაგაწვალებთ;

  • გაიგებთ დინამიკური ცხრილების (Pivot Tables) შესახებ და მიხვდებით, რომ მონაცემთა დამუშავება უფრო მარტივი ყოფილა, ვიდრე წარმოიდგენდით.

  • გაეცნობით საბაზისო სტატისტიკურ ფუნქციებს და მიხვდებით, რატომ არსებობს სამი სახის ტყუილი: ტყუილი, უფრო დიდი ტყუილი და სტატისტიკა;

  • გაეცნობით საბაზისო ფინანსურ ფუნქციებს და მიხვდებით, რომ სესხის პროცენტის დათვლა ბანკირის დაუხმარებლადაც მარტივადაა შესაძლებელი;

  • დაბოლოს, მონაცემთა ვიზუალიზაცია და საბაზისო გრაფიკების აგება დაგეხმარებათ, გააოცოთ როგორც სხვები, ასევე თქვენი თავი.

რას გთავაზობთ?

  • წიგნს ქართულად, რომელშიც დეტალურადაა განხილული მასალა, რომელსაც გაივლით;

  • ექსელის სავარჯიშო ფაილებს, რომლებზეც კურსის განმავლობაში იმუშავებთ და პრაქტიკაშიც გამოგადგებათ;

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ სერტიფიკატს, რომელიც დაადასტურებს თქვენს მონაწილეობას და შეავსებს თქვენს CV-ს;

  • სწავლისთვის შესაფერის კომფორტულ გარემოს ვაკის პარკთან მდებარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში;

  • კვალიფიციურ ტრენერებს, რომლებსაც აქვთ ექსელში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და არიან ექსელის ქართული წიგნის ავტორები;

  • გაუმჯობესებულ კარიერულ შესაძლებლობებს.

ტრენინგის განრიგი:

  • რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 1-ლი ნოემბერი;

  • ტრენინგის დასაწყისი: 5 ნოემბერი;

  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 კვირა (8 შეხვედრა, თითოეული 2-საათიანი, ჯამში 16 საათი).

  • ტრენინგების პერიოდულობა: სამშაბათი და ხუთშაბათი;

  • ჩატარების დრო: 19:00-21:00;

  • ჩატარების ადგილი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5 (ვაკის პარკის წინ), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E205 აუდიტორია.

ტრენინგის საფასური და რეგისტრაცია:

ტრენინგის ღირებულება: 390 ლარი 

კურსის საფასური მსმენელმა უნდა გადაიხადოს 2019 წლის 4 ნოემბრამდე.

კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ლინკს: https://forms.gle/4Z59pxzuxMbobcLi8

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კურსის კოორდინატორს:

ნინო დუჩიძე – 599 899669, nino.duchidze@iliauni.edu.ge

ბანერები