ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

ფსიქოანალიტიკური საზაფხულო სკოლა – „ნევროზი, ტრავმა და განვითარების საკითხები“

კონკურსები

28 ივლისიდან 1-ელი აგვისტოს ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოებასთან ერთად დედოფლისწყაროში, ილიაუნის სასწავლო ბაზაზე,  ჩაატარებს ფსიქოანალიტიკურ საზაფხულო სკოლას: „ნევროზი, ტრავმა და განვითარების საკითხები“.

საზაფხულო სკოლას გაუძღვებიან საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ტრენინგ-ანალიტიკოსები:

იაკობ უბელსი (ნიდერლანდები) – საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ტრენინგ-ანალიტიკოსი, ნიდერლანდების ფსიქოანალიტიკური საზოგადოების ექსპრეზიდენტი;

ვოუტერ გომპერტსი (ნიდერლანდები) – საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ტრენინგ-ანალიტიკოსი;

სილვია ჯანსონი (ნიდერლანდები) – საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ანალიტიკოსი, ტრენინგ-ფსიქოანალიტიკოს-ფსიქოთერაპევტი, ამსტერდამის ფსიქოანალიზის საზაფხულო უნივერსიტეტის კოორდინატორი;

 ხათუნა ივანიშვილი – საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის წევრი, საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების კოორდინატორი, ილიაუნის მოწვეული პროფესორი.

საზაფხულო სკოლაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების ფსიქოანალიტიკოსი ფსიქოთერაპევტები, რომლებთან ერთადაც მონაწილეები განიხილავენ კლინიკურ შემთხვევებს.

ფსიქოანალიტიკურ საზაფხულო სკოლაში სტუდენტები გაეცნობიან ზიგმუნდ ფროიდის თეორიებსა და თანამედროვე ფსიქოანალიტიკურ ხედვას.

საზაფხულო სკოლაში სემინარები მიეძღვნება შემდეგ თემებს:

სოციუმი და ძალადობა:

ნევროზი, ტრავმა და განვითარების საკითხები

აგრესია და დესტრუქცია – ფსიქოანალიტიკური ხედვა

მეტაფსიქოლოგიის საკითხები:

ნევროზი, ფსიქოზი და მათ შორის – პერვერსია

ვკითხულობთ კლასიკოსებს:

ფროიდის სტატია  „რატომ ომი?“

დონალდ ვინიკოტის სტატია  „გარდამავალი ობიექტი და გარდამავალი ფენომენი“

კლინიკური ვორკშოპი:

პირველადი ინტერვიუ – ფსიქოანალიტიკური გარემოს, მიდგომისა და მოწყობის ჩამოყალიბება 

საზაფხულო სკოლისთვის მოწვეული სპეციალისტები შემოგთავაზებენ თეორიულ და კლინიკურ მეცადინეობებს, დისკუსიებს, მხატვრული ფილმების ფსიქოანალიტიკურ გარჩევასა და სხვა სასწავლო აქტივობას.

სკოლაში მონაწილეთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის საფეხურის ნებისმიერ სტუდენტს.

სკოლის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების დედოფლისწყაროს ბაზაზე ცხოვრების ხარჯებს (სასტუმრო, კვება) დაფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სასწავლო მასალითა და საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფს საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება.

სამუშაო ენა: ინგლისური (თანმიმდევრული ქართული თარგმანით)

დრო: 28 ივლისი-1-ლი აგვისტო

ადგილმდებარეობა:  ილიაუნის სასწავლო ბაზა დედოფლისწყაროში

ბანერები