ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლე

კონკურსი დოქტორანტურის ერთი პოზიციისთვის პოლიტოლოგიის სამეცნიერო მიმართულებით კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ფარგლებში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტურის ერთი პოზიციისთვის პოლიტოლოგიის სამეცნიერო მიმართულებით გიოტინგენის გეორგ-აუგუსტის-უნივერსიტეტისა (გერმანია) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შორის თანამშრომლობის ფარგლებში. ერთობლივი სადოქტორო პროგრამა სხვადასხვა სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელ დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს, დაიცვას სადოქტორო ნაშრომი კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი. გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდი და საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უზრუნველყოფენ პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას და პროგრამის თითოეული მონაწილე მიიღებს სრულ დაფინანსებას.

განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს ელფოსტაზე: [email protected] კონკურსის ვადის დასრულებამდე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ „Political Science“.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 31 იანვარი, 18:00 საათი საქართველოს დროით (GET).

იმ აპლიკანტებს, რომლებიც ვერ წარმოადგენენ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ინგლისური ენის გამოცდა ჩაუტარდებათ 2019 წლის 4 თებერვალს, 16:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  E-204 აუდიტორიაში.

კონკურის ფარგლებში შემოთავაზებული საკვლევი თემების, პირობებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში:
Call for Applications  (ქართულად) 
სააპლიკაციო ფორმა (ინგლისურად) 

საკონტაქტო ინფორმაცია: [email protected]

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები